ახალი ამბები
ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს
FaceBook
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში 5 აპრილს, დილის საათებში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, “საქნახშირი” მართავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო
აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე
განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
12:45 / 06.12.2024
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.
16:44 / 05.12.2024
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.