ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
11:00 / 03.04.2018
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეკონსტრუქცია იგეგმება. როგორი იქნება
ქუთაისის ისტორიული სახლები აღდგენის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
პროექტი საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც მას მუნიციპალური
განვითარების ფონდს წარუდგენენ.
რიონისპირა სახლების მშენებლობა-რეკონსტრუქციის შესახებ მსჯელობა
ქუთაისის მერიაში არქიტექტორებთან ერთად შედგა. ქალაქის მერის, გიორგი
ჭიღვარიას თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან.
,,ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს
რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ
ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო
საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის", - განაცხადა გიორგი
ჭიღვარიამ.
ქუთაისში მე-19 საუკუნის სახლების რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ
გასულ წელს შემუშავდა. არქიტექტორ, გივი
გოგრიჭიანის პროექტის მიხედვით, სახლების აღდგენას 6 მილიონ დოლარამდე
თანხა სჭირდება. პროექტის წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტოშიც იგეგმებოდა. თუმცა, მაშინ ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ,
რომ მათთვის პროექტით არავის მიუმართავს და ასეც რომ ყოფილიყო,
სახლები კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მათი აღდგენა ქალაქის
ხელისუფლების გეგმებში არ შედიოდა.
როგორ გამოიყურება დღეს ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, რიონის
სანაპიროზე გაშენებული ათეულობით სახლი, ნახეთ ვიდეო.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები