ახალი ამბები
ჭიათურაში, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
FaceBook
ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მაღაროში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 25 მარტს ღამის 3 საათზე მოხდა. ჭიათურაში პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში სამუშაოები მიმდინარეობდა. პაატა სამხარაძის თქმით,  გაუმაგრებელი ჭერიდან დიდი ლოდი ჩამოვარდა, რომელმაც მუშა მოიყოლა.

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ იმის გამო, რომ ამ მონაკვეთზე სამუშაობის ჩატარება სახიფათო იყო, დიდი ხნის განმავლობაში არც მიმდინარეობდა მუშაობა. ვერ გეტყვით იქ რატომ ჩავიდნენ, მაგრამ გაუმაგრებელი ჭერიდან ჩომოვარდა უზარმაზარი ლოდი და ადგილზე გარდაიცვალა ერთი მუშა",  - ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი, პაატა სამხარაძე. მისი თქმით,  შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

შინაგან  საქამეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.