ახალი ამბები
იან კელი - "გელათი არის მეტაფორა იმისა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია გადარჩენა"
FaceBook
ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი უფლებამოსილების ვადის ამწურვამდე გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა.

მან ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა, რომელიც ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან დაფინანსდა.

იან კელიმ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გელათის მონასტერში სიმბოლურად გამართა.

"მე როცა 2 წლის წინ ჩამოვედი გელათში, ბზარებზე და დაზიანებაზე უფრო, გამაკვირვა იმან, როგორ შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა ეს ძეგლი. ამის შემდეგ გელათი ჩემთვის ერთგვარი მეტაფორაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველს ხალხს შეუძლია გადარჩენა", - განაცხადა იან კელიმ გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე.

გელათის სამონასტრო კომპლექსის აკადემიის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო.

ამერიკის საელჩოსთან ერთად, აკადემიის რეაბილიტაციას ფინანსურ მხრადაჭერას უწევდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და მუნიციპალური განვითარების ფონდი.

აკადემიის რეაბილიტაციამდე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რომლის დროსაც აღმოჩენილი იქნა მიწისქვეშა სათავსო, სადაც არქეოლოგებმა ძველი გადახურვის მოჭიქული კრამიტი იპოვეს. აღმოჩენილი კრამიტის მიხედვით, მოხდა მისი იდენტური გადასახური მასალის დამზადება, რის მიხედვითაც შემდგომში აკადემიის გადახურვის კონცეფცია შეიქმნა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.