ახალი ამბები
"სახელმწიფო მსხვერპლს აიძულებს არ ისაუბროს განცდილ ძალადობაზე" - საია ოჯახური კონფლიქტზე
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქუთაისში, ოჯახური კონფლიქტის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, დ. გ.-ის მიმართ პოლიცია და სასამართლო დაუსაბუთებელ, კანონთან შეუსაბამო და ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებებს იღებენ. 

"იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ ქალს შესთავაზოს ძალადობისგან დაცვის ეფექტური მექანიზმები, იგი რეპრესიულ ღონისძიებებს იყენებს მსხვერპლის მიმართ. შედეგად, სათანადო ორგანოებისათვის მიმართვა ქალის მდგომარეობას აუარესებს და აიძულებს მას უარი თქვას სახელმწიფოში არსებულ ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების გამოყენებაზე.

დეა გოშხეთელიანისა და მისი მამის მიმართ 2018 წლის 3 იანვარს ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მოძალადე მისცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვარს ამავე ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა ყველა სახის კომუნიკაცია მსხვერპლთან, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით. თუმცა, 2018 წლის 8 იანვარს მოძალადემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რაც გამოიხატა სოციალური ქსელის ((Facebook) მეშვეობით მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ორდერის დარღვევის ფაქტი დადასტურებულად და არ შეუფარდა პირს პასუხისმგებლობა.

2018 წლის თებერვლიდან ძალადობისგან დაცვის ღონისძიებების გამოყენება დაიწყო არა დეა გოშხეთელიანის დასაცავად, არამედ მის წინააღმდეგ. 6 თებერვალს ქუთაისის პოლიციამ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი დეას ყოფილი მამამთილის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც იგი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას დეას მხრიდან. ძალადობის მტკიცებულებად პოლიციამ მხედველობაში მიიღო დეა გოშხეთელიანის მიერ (Facebook)-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი, სადაც საუბარი იყო წლების მანძილზე ყოფილი მეუღლის ოჯახის მხრიდან დეას მიერ გადატანილ ძალადობის ფაქტებზე. დეას მიერ გამოქვეყნებული პოსტი პოლიციამ ყოფილი მამამთილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად მიიჩნია. აღნიშნული ორდერი საიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ იგი ძალაში დატოვა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ შექმნა სარისკო და მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგო პრეცედენტი, რომლითაც მსხვერპლს გაუმართლებლად შეუზღუდა საჯარო სივრცეში გადატანილ ძალადობრივ ფაქტებზე საუბარი და მოსაზრებების დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მსხვერპლის მოძალადედ მიჩნევა, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფოსგან უგზავნის მესიჯს, რომ არ უნდა ისაუბრონ მათ მიერ გამოვლილ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა მათ წინააღმდეგ შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი გახდეს",  - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

დ.გ-იანი მის ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს. ოჯახურ კონფლიქტზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალმდებლის მხარემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახურის კონფლიქტის საქმეზე პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა. რის მიხედევითაც, ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს

მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა

სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.