ქუთაისის "მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში" სკეიტ-პარკი და კლდედრომი
მოეწყობა.
  
ქუთაისის მერიამ გასართობი ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის ტენდერი
უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, სკეიტ-პარკი და
კდედრომი 2000 კვ.მ-ზე უნდა მოეწყოს.
ინფრასტრუქტურა ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა
დამზადდეს.
სკეიტ-პარკისა და კლდედრომის პროექტირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
6000 ლარი დაიხარჯება.
ქუთაისელი ახალგაზრდები რამდენიმე წელია სკეიტ-პარკის მოწყობას
ითხოვენ.  მათ გასულ წელს საპროტესტო აქციაც გამართეს. 
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობდნენ, რომ მერია შესაბამის ადგილს
არჩევდა. თუმცა, სკეიტ-პარკი ამ დრომდე არ მოუწყვიათ. 
ამავე
თემაზე:
"გვჭირდება
სასრიალო მოედანი, რომელსაც დაგვპირდნენ" - ქუთაისელი სკეიტერების
მოთხოვნა
ქუთაისში სკეიტპარკი
გაიხსნება
  
			 
			
მასალის გამოყენების პირობები