ახალი ამბები
"ხელისუფლება მის მიერვე დაწუნებულ ბიუჯეტს ამტკიცებს" - ენმ-მ კომისიის სხდომა დატოვა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, საფინანსო და ქონების მართვის კომისიების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, კომისიის წევრები ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები  აღმასრულებლის მიერ წარმოდგენილ ცვლილებათა პროექტს იწუნებენ და აცხადებენ, რომ სინამდვილეში ბიუჯეტში არაფერი შეცვლილა და აღმასრულებელის მიერ შეთავაზებული ვარიანტი ძველია.

"ასეთი ბიუჯეტის დამტკიცება არის შეუძლებელი, აღმასრულებელმა  წარმოგვიდგინა იგივე ბიუჯეტი, რაც თავად  დაიწუნეს. გამოდის რომ ხელისუფლება მის მიერვე დაწუნებული ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს", - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ.

შუშანიამ  პროექტის სრულყოფილად განხილვის მიზნით  სხდომის გადადება მოითხოვა,  თუმცა, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც, "ნაციონალური მოძრაობის"  დეპუტატებმა   პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

გიგა შუშანიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოს 18 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე გავა დასამტკიცებლად, "ნაციონალური მოძრაობა" მას მხარს არ დაუჭერს.

კომისიის სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ უმრავლესობის დეპუტატებსაც, რომელთა ნაწილი სხდომაზე მოუმზადებელი მივიდა. მათ აღმასრულებლის მიერ პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"გამარკვიეთ რა ხდება? რომელ ცვლილებებს განვიხილავთ? მე რატომ არ მაქვს ეს ფურცელი? -განაცხადა სხდომაზე მაია სიმონიძემ.

საკრებულოს დეპუტატებს ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გახილვისთვის  ერთ თვეზე მეტი დრო ჰქონდათ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.