ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო გალა კონცერტისთვის სცენას ამონტაჟებენ
FaceBook
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა კონცერტისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.

ღონისძიება 31 დეკემბერს საღამოს 10 საათზე დაიწყება და დაახლოებით სამი საათი გაგრძელდება.

ქუთაისისი მერიის კულტურის განყოფილების ინფორმაციით, წელს საახალწლო კონცერტზე ათი გამომსვლელი იქნება. უმეტესობა მათგანი ადგილობრივი შემსრულებლები იქნებიან.

გალა კონცერტს დიჯეი ზაპა გახნის, რის შემდეგაც სცენას ჯგუფი "განგაში" და რეპერი პაჯო დაიკავებენ. ახალი წლის ღამეს, ასევე იმღერებენ მიმი ჯავახიშვილი, თიკო გრძელიშვილი, ანი შუბითიძე და თამარ ლაჭყებიანი. ასევე, სცენას დაიკავებს ჯგუფი "Funkstation".

საღამოს ანსამბლი "მეტეხი" გააგრძელებს, გალა კონცერტს კი ჯგუფი "ოჩოს ქოხი" ერთსაათიანი პროგრამით დაასრულებს.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართულ საახალწლო ღონისძიებას აკაკი ანდღულაძე გაუძღვება.

გალაკონცერტისთვის სცენის, განათებისა და გახმოვანების აპარატურის დამოტნაჟებისთვის ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოყო.

კონცერტი ფეიერვერკით დასრულდება, რაზეც მერიამ 13 000 ლარად შეფასებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, გამარჯვებულ კომპანია "ქოლორფულ სფირითსთან" ხელშეკრულება, საბოლოოდ, 5 040 ლარზე გაფორმდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.