ახალი ამბები
2018 წელს მასწავლებლებისთვის დანამატის გაზრდა იგეგმება
FaceBook
2018 წლისთვის მასწავლებლებისთვის დანამატის მომატება იგეგემება.
ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში დღეს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საუბარია იმ პედაგოგებზე, რომლებიც სტატუსის გასაუმჯობესებლად კრედიქტულებს აგროვებენ. კონკრეტულად დანამატების ზრდა შესაძლოა მოხდეს წამყვანის და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებზე.

მისი თქმით, 2018 წელს დაგეგმილია წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატების გაზრდა. მინისტრის თქმით, მასწავლებლის მოტივაციის გასაზრდელად განათლების სისტემაში ყველა პირობა შეიქმნება.

"უწყვეტ რეჟიმში და კომპლექსურად განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი. დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმები, რომელთა მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება“, - განაცხადა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

ამ დროისთვის მასწავლებელთა სტატუსის შესაბამისი დანამატები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეთათვის 320 ლარი, წამყვანი სპეციალისტის 500, ხოლომენტორისთვის 700 ლარია.

საქართველოში სულ 10 მენტორის სტატუსის მქონე მასწვალებელია, აქედან ერთ-ერთი ქუთაისის #33 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი მარინა ისკაკოვაა.

მასწავლებეთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, რომელიც 2017 წლის იანვარში დამტკიცდა მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა 25 კრედიტქულა უნდა დააგროვოს. სტატუსის მოპოვებისთვის მასწავლებელი ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს, ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.