ახალი ამბები
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ღვინის კოოპერატივები გაიხსნა
FaceBook
კოოპერატივები "თერჯოლის ღვინო" და "საზანო" სახელწოდებით გაიხსნა.  მათი წარმომადგენლების თქმით,  წარმოებული ღვინოს გატანას ევროპის ბაზარზე გეგმავენ.

იმერეთის რეგიონის თერჯოლის მუნიციპლიტეტში ღვინის კოოპორატივები გაიხსნა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კოოპერატივები "თერჯოლის ღვინო" და "საზანო" სახელწოდებით გახსნეს. კოოპერატივების წარმომადგენლები მათ მიერ წარმოებული ღვინოს გატანს ევროპის ბაზარზე გეგმავენ.
კოოპერატივი "თერჯოლის ღვონო" 13 ადამიანს აერთიანებს. "თერჯოლის ღვინოს" დირექტორის გიორგი მაკარიძის განმარტებით, წელს 8 ტონა ღვინოს წარმოება აქვთ დაგეგმილი, რომელთა ნაწილი, მაკარიძის თქმით, ევროპის ბაზარზე მოხვდება.
"გვექნება ეტიკეტირებული და ყველაფერი ისე გაკეთებული, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზარს. ვფიქრობთ, ჩვენს კოოპერატივში მოვიყვანოთ ისეთი ჯიშის ვენახი, რომლიც ამდროისთვის გადაშენებულია. ახლა ძირითადად ცოლიკაური გვაქვს", - ამბობს მაკარიძე.
უფრო მეტი მოლოდინები აქვს, კოოპერატივ "საზანო"-ს წარმომადგენელს, გიორგი გიორგაძე. აღნიშნული კოოპერატივი 6 კერძო პირს აერთიანებს.
"თერჯოლის ღვინომ" და "საზანომ" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, ENPARD-ის-ის ფარგლებში და ჩეხური ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" (People in Need) მიიღო თანადაფინანსება, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენისთვის, რაც ღვინის წარმოების გაზრდას, ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სისტემის შექმნას მოხმარდება.
დღეს თერჯოლაში კოოპერატივების გახსნას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და იმერეთის მხარის გუბერნატორთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი დაესწრო.
ENPARD-ის დახმარებით, კოოპერატივი "საზანო" ადგილობრივი ღვინის ევროპული სტანდარტებით ჩამოსხმას შეძლებს. მისი წარმოების მოცულობა პირველი წლისთვის 600 ლიტრი იქნება. "თერჯოლას ღვინო"-მ ENPARD-ისა და People in Need-ის თანადაფინანსებით 68,200 ლარის ღირებულების ტექნიკური დახმარება მიიღო, რაც მას საშუალებას მისცემს პირველ წელს 2,850 ლიტრი ღვინო აწარმოოს, რომლის მთლიანი ღირებულება 72,456 ლარი იქნება.
საგრანტო სქემა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდას და ბიზნესზე ორიენტირებულ ფერმერთა მცირე ჯგუფებისთვის ან სოფლის მეორნეობის კოოპერატივებისთვის შემოსავლების გაუმჯობესებას ფინანსურად მდგრადი სქემების დანერგვის მეშვეობით.
აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის  ფინანსური მხადარჭერით ხორციელდება. ამ დროისთვის საქართველოში ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, რომლის ბიიუჯეტ 52 მილიონი ევროს შეადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.