თერჯოლის ამ სოფელში უკვე ცხრა მცოცავი ზოლია მოწყობილი, რაც საუკეთესო ადგილია მეკლდეურებისთვის. ძევრში ყველა ახალგაზრდა თავისუფლად მეტყველებს ინგლისურ ენაზე. ეს კი საჯარო სკოლის დამსახურებაა. სასწავლო დაწესებულებას სოფლის ევროპულ პერსპექტივაში დიდი წვლილი შეაქვს.

სკოლა

პირველი, რასაც ძევრის სკოლის ეზოში დაინახავთ, ნაძვების ხეივანში ევროკავშირის, საქართველოსა და აშშ სახელმწიფო დროშებია. აქ შაბათსაც მხიარულებაა. სტადიონი მოსწავლეებითაა სავსე. ბავშვები წრეზე დგანან და იმ მოქმედებას იმეორებენ, რასაც შუაში მდგომი "მშვიდობის კორპუსის" მოხალისე, ამერიკელი მასწავლებელი აკეთებს. ამ სახალისო აქტივობის შემდეგ, ბავშვები გუნდებად იყოფიან და კლასებისკენ მიდიან. ცოტა ხანში ისევ ეზოში იკრიბებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს ინგლისურად წარადგენენ.

მარიამ ცუცქირიძე ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის უკვე ლიდერია და საკვირაო სკოლაში უმცროსებს პრეზენტაციის მომზადებაში ეხმარება. მარიამი წარმატებულ პროექტებზეც გვიყვება. ერთ-ერთი ევროკავშირისა და ნატოს მოდელირებული სამიტებია, სადაც კომიტეტებში ძევრელი მოსწავლეები რეზოლუციებს ზუსტად ისე იღებენ, როგორც ბრიუსელსა და სტრასსბურგში. თანაც, ამ ყველაფერს ინგლისურ ენაზე. ამიტომ, მარიამი ამბობს, რომ სკოლაში მოქალაქეებად ჩამოყალიბების უნარებსაც სწავლობენ.

"ჩვენ აქ ვსწავლობთ თუ როგორ გავიზარდოთ, როგორ ვიყოთ განვითარებული და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა აქ მიღებული ცოდნის შედეგად," - ამბობს მარიამ ცუცქირიძე.

რატი აბჟანდაძემ ძევრის სკოლა 2015 წელს დაამთავრა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. თუმცა, მშობლიურ სასწავლებელთან ახლაც თანამშრომლობს. რატი ამბობს, რომ სკოლაში განხორციელებულ სხავდასხვა აქტივობებსა და პროექტებს, არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მთლიანად სოფლის მომავალ წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს.



სოფელ ძევრში  ოთხი წლედის სკოლა 1952 წელს დაარსდა, სადაც თავიდან რუსულად ასწავლიდნენ. მოგვიანებით, ის  რვა წლიანად გადაკეთდა და "ძევრიჰესის" მშენებელთა საცხოვრებელ კორპუსებში განთავსდა. ერთსართულიანი შენობები საკმაოდ მოძველებულია და რეაბილიტაცია სჭირდება. სკოლის დირექტორის, მანუჩარ ფანჩულიძის ინფორმაციით, რომელიც ამავე დროს თერჯოლის საკრებულოს დეპუტატიცაა, 2019 წელს სოფელში სასწავლო დაწესებულებისთვის ახალი შენობის მშენებლობა იწყება.

2008 წლიდან ძევრის საჯარო სკოლა აგვისტოს ომში დაღუპული, უმცროსი სერჯანტი შმაგი სოფრომაძის სახელს ატარებს.

ამჟამად, სასწავლო დაწესებულებაში სულ 162 მოსწავლე სწავლობს, საკვირაო სკოლაში კი 60 ბავშვი დადის. შაბათის გაკვეთილებს, ძევრელებთან ერთად, საზანოელი მოსწავლეებიც ესწრებიან. მათთვის განსაკუთრებით სახალისო უცხოელი პედაგოგების მონაწილეობაა, რომელთა სიმრავლეს აქ არ უჩივიან.
ძევრის სკოლა უკვე რამდენიმე წელია ორგანიზაციასთან "მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის" თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობა განხორციელდა. ამ ყველაფრის ინიციატორი საჯარო სკოლის დირექტორია. მანუჩარ ფანჩულიძე ამობს, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხის მიმართ გარკვეული შეხედულებები უკვე ჩამოუყალიბდათ.



ევროპული შესაძლებლობა

ძევრში გამორჩეული მხოლოდ საჯარო სკოლა არაა. ადგილობრივი მკვიდრი გიორგი ვერულაშვილი ამბობს, რომ სოფელს უნიკალური არქეოლოგიური ძეგლები და ისტორია აქვს. მისივე თქმით, ევროპაში ძევრს კი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასწყისში, ქართველი კლასიკოსის, გრიგოლ რობაქიძის წყალობით იცნობდნენ. მწერლის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია თერჯოლის მერიის მომდევნო 4 წლის პრიორიტეტულ გეგმაშია.



კულტურული მემკვიდრეობა, რაზეც ადგილობრივი გიორგი ვერულაშვილი საუბრობს, VII-XIX საუკუნეების ჩეხნარის ძველი და ახალი ტაძრებია, რომლებიც სოფლიდან სამი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ძევრი საქართველოში ერთადერთია, სადაც სხვადასხვა სირთულის ცხრა კლდეზე საცოცი ტრასაა. სოფელი მეკლდეურებისთვის საუკეთესო ადგილია. აქ ერთდროულად შეუძლიათ ისარგებლონ მოყვარულებმა, პროფესიონალებმა და ექსტრემალებმა მეკლდეურებმა.

გარდა ამისა, ძევრში ტურისტულად საინტერესო ადგილია საჯვარჯილეს გამოქვაბული. მისი სიგრძე 13 მეტრია. გამოქვაბული მრავალფენიანი არქელოგიური ძეგლია, რადგან რამდენიმე მცირე ზომის კასრტული მღვიმე უკავშირდება.

საგვარჯილესთან ერთად ტურისტულ კომპლექსს ქმნის შავწყალასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის მღვიმეები, რომელთა სიგრძე 300 და 500 მეტრია.
ძევრს ორი მხრიდან მდინარე ძევრულასა და ქვევრულას ულამაზესი ხეობები ამშვენებს.



ინფრასტრუქტურა

სოფელში ინფრასტრუქტურა სამაკაოდ მოძველებულია. ამოტრიზებულია შიდა გზები, ინგრევა ყოფილი კულტურის სახლი, გამგეობის შენობასა და საცოვრებელ კორპუსებს კი რეაბილიტაცია სჭირდებათ. თუმცა, ძველებური სილამაზე ზოგიერთ შენობას ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს. უმეტესობა მათაგანი გასული საუკუნის დასაწყისშია აგებული. სოფელში გადმოცემით იციან, რომ ეს უნიკალური არქიტექტურული ნაგებობები გერმანელებმა ააშენეს, რომლებიც თავის დროზე ძევრიჰესის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული.

რაც შეეხება თანამედროვე ნაგებობებს, ბოლო წლებში აქ ახალი საბავშო ბაღი აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შპს "ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატს".

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით, 2014 წლისთვის ძევრში 600 კომლი ცხოვრობდა. აქედან, ბუნებრივი აირის გარეშე მხოლოდ 55 ოჯახია დარჩენილი. თერჯოლის მერიის ინფორმაციით, მათი გაზიფიცირება მიმდინარე წელს დასრულდება.

სოფელ ძევრში თერჯოლის მერის წარმომადგენლის, დიმიტრი აბჟანდაძის ინფორმაციით, ასევე 2018 წელს იწყება ძევრი-ჩხარის შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია, რაზეც 1 მილიონი ლარამდე დაიხარჯება. მიმსივე ცნობით, 130 000 ლარი კი ძევრის ცენტრის კელთილმოწყობას მოხმარდება.

სტატია მომზადებულია ქუთაისიპოსტის რუბრიკის "სოფლის ცხოვრების ევროპული პერსპექტივა" ფარგლებში. მისი მიზანია აჩვენოს ევროპული ღირებულებები სოფლის ცხოვრებაში, მულტიმედია ფორმატით.

იხილეთ ამ რუბრიკის ფარგლებში მომზადებული სხვა სტატია:

"ღვინის გზა" ობჩიდან ევროპამდე

საწირე - "იმერეთის გული" ევროპული მომავლით (ვიდეო)

ჯიხაიში - სოფელი ევროპული პერსპექტივით (ვიდეო)


მსგავსი სიახლეები
14:43 / 14.12.2019

"პარიზში, ელისეის სასახლეში უკრაინის შესახებ გამართულ სამიტზე,  კრემლის შეფი ვლადიმერ პუტინი როგორც ჩანს თავს დაცულად არ გრძნობდა“, -   წერს გერმანული ტაბლიოდი Bild.

ქუთაისის საბავშვო ბაღებში ზამთრის
არდადეგები სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 
11:28 / 14.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.