საზოგადოება
ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა
FaceBook
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" რესტორნის მიმდებარედ, ორსართულიანი ტაძრის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა.

ამიშ შესახებ ქუთაისიპოსტს პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ანდრო მარჯანიშვილმა განუმარტა.

"საპატრიარქოს ხელოვნებისა და არქიტექტურის საბჭომ ტაძრის პროექტი უკვე დაამტკიცა," - ამბობს მარჯანიშვილი.

მისივე თქმით, დღეს პროექტის განხილვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოხდება. რის შემდეგაც, პროექტი მშენებლობის ნებართვისთვის ქუთაისის მერიას გადაეგზავნება.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ადასტურებენ, რომ პროექტი განხილველად შეტანილია.

"განხილვის შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი," -  გვითხრა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს  წარმომადგენლემა  ბექა ბარამიძემ.


ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" რესტორნის უკან ორსართულიანი ტაძრის მშენებლობა იგეგმება. დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მშენებლობას მამა გიორგი შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

მისი ინფორმაციით, მშენებლობა წელიწადსა და ექვს თვეში უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპარქია დაჯარიმდება.

პროექტის ავტორის, არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილის თქმით, ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალსდის" რესტონარანზე მაღალი გამოჩნდეს.

არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა, მეორე კი გუმბათოვანი იქნება.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძარი აშენდება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის
შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  
22:05 / 15.06.2022
ქუთაისის მერიის შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  
10 დღეზე მეტია, საქართველოში,
სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია
დაიწყო.
16:11 / 11.03.2022
10 დღეზე მეტია, საქართველოში, სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.