საზოგადოება
"აფეთქებულ" ნაგვის ყუთებს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ერთ კვირაში შეცვლიან (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღსა და სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში სანაგვე ყუთების მონტაჟი ერთ კვირაში განხორციელდება.
ამის შესახებ შპს "ქალაქსერვისში" აცხადებენ, რომელსაც ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება.

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ამ დროისთვის სანაგვე ურნების დიდი ნაწილი ცარიელია, ყუთები კი საზოგადოებრივი ტუალეტის უკან გროვებადაა დაწყობილი.



შპს "ქალაქსერვისში" ამბობენ, რომ  ნაგვის ყუთები ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაზიანდა და გამოსაყენებლად უვარგისია.

"ე.წ "ბომბაჩკებითაა" აფეთქებული. ზამთარი იყო და ვერ მოვახერხეთ ახალი ყუთების მონტაჟი. მაქსიმუმ ერთ კვირაში ჩაიდგმება ახალი," - განმარტავს "ქალაქსერვისის" დირექტორი, გურამ გიორგაძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ამ დროისთვის ლითონის ახალი ნაგვის ყუთების დამზადება ინდ.მეწარმეს დაუკვეთა, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში დამონტაჟდება.

რაც შეეხება  პიროტექნიკით დაზიანებული ყუთებს, გურამ გიორგაძე ამბობს, რომ ისინი შეკეთდება და ქალაქის გარეუბნებში არსებულ ურნებში ჩაიდგმება.

ქუთაისის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციისთვის "ქალაქსერვისი" მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (SPA160030113) გამარჯვებულია. დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას ეს ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ეკისრება. 551 014 ლარად შეფასებული ელექტრონული შესყიდვა გასული წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა. მერიამ "ქალაქსერვისთან" ხელშეკრულება, საბოლოოდ, 540 000 ლარზე გააფორმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.