

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების
სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ოჯახისთვის სოციალური შემწეობის
გაუქმების საფუძველი დემოგრაფიული ცვლილება გახდა. მათი თქმით,
სოციალურად დაუცველების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ვერ
იქნება პირი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
"გაუქმების მიზეზში წერია, რომ ოჯახმა არ მისცა სააგენტოს უფლებამოსილ
პირს დოკუმენტის ან ქონების დათვალიერების უფლება", – ამბობს
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების
სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე.
თუმცა, აღნიშნავს, რომ ოჯახის მძიმე სოციალური ფონის და
ქურასბედიანთა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემის გამო
ოჯახის თავიდან გადამოწმება შესაძლოა დაუშვან.
"განსაკუთრებული შემთხვევების დროს, ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური
მდგომარეობის გათვალისწინებით, ვაყენებთ შუამდგომლობას კომისიის
წინაშე. ოღონდ ეს უნდა იყოს ოჯახის მხრიდან დასაბუთებული", – ამბობს
ნინო ჭიღლაძე.
მისი თქმით, თუკი ოჯახის რომელიმე წევრს ესაჭიროება ოპერაცია ამის
საბუთებიც უნდა წარმოადგინოს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან
შეიძლება მოხდეს მათი დაფინანსება.
იმ შემთხვევაში თუკი ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოში
ყველა საჭირო საბუთს წარადგენს, ფულადი დახამარება მათ შესაძლოა ერთ
წელიწადში დაენიშნოთ.
თერჯოლაში, სადაც მდინარე ჩხარას მიმდებარედ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს, დავა უკვე მხოლოდ ობიექტის მშენებლობის კანონიერებას აღარ ეხება.
ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 390 დღეში უნდა დასრულებულიყო, ორ წელზე მეტია გრძელდება.




მასალის გამოყენების პირობები