საზოგადოება
ოთხი დაკავებულიდან სამს ნარკოტიკული თრობის ფაქტი არ უდასტურდება
FaceBook
დაკავებულთა 67% ნარკოშემოწმებაზე "საფუძვლიანი ეჭვის" გამო გადაიყვანეს.

"დაკავებულ მოქალაქეთა 80%–ს არ დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი", - ეს მონაცემები წარმოადგენდა იმ სტატისტიკის ნაწილს, რაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.

შეხვედრა ქუთაისში საჯარო დებატების ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი აქტუალურ თემებზე ყოველი თვის ბოლო პარასკევს აწყობს.

მასში მონაწილეობას ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, გიორგი ლაბაძემ დისკუსიის მონაწილეებს ქუთაისის პოლიციის სამმართველოს მიერ 2014-2015 წლებში ნარკოტესტირების მიზნით დაკავებების სტატისტიკა გააცნო.

სახალხო დამცველის აპარატის კვლევის თანახმად, იდნივიდუალური სამქეების ანალიზისა და პოლიციის უწყებებიდან გამოთხოვილი ინფომაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ 2014 წელს დაკავებულ მოქალაქეთა 80%-ს არ დაუდასტურდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი.

ნარკოტიკული თრობის ფაქტი არ დაუდგინდა 2015 წელს დაკავებულთა 74% -ს.

"ეს იმას გულისხმობს რომ ოთხი დაკავებულიდან სამს არ უდასტურდება ნარკოტიკული მოხმარების ფაქტი", - აღნიშნა გიორგი ლაბაძემ.

2014 -2015 წელს დაკავებულთა 67% გადაიყვანეს ნარკოშემოწმებაზე "საფუძვლიანი ეჭვის" გამო, ხოლო 85 % დაკავებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45 -ე მუხლით შემოწმებისა და პრევენციის მიზნით.

"მოქალაქეთა დაკავების საფუძვლიანობა ვერ აკმაყოფილებს როგორც ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობას. დაკავება გამონაკლის შემთხვევას უნდა წარმოადგენდეს და ის მიზეზი, რომ მოქალაქე წარსულში იყო ნარკომომხმარებელი არ არის საკმარისი საფუძველი,"- აღინიშნა შეხვედრაზე.

დისკუსია სახალხო დამცველის ადგილობრივ წარმომადგენლობაში შედგა.

სახალხო დამცველის მიერ ორგანზიებული საჯარო დებატები ქუთაისში პირველად გაიმართა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10 დღეზე მეტია, საქართველოში,
სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია
დაიწყო.
16:11 / 11.03.2022
10 დღეზე მეტია, საქართველოში, სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია დაიწყო.
რა გაგვაქვს რუსეთში და რა
შემოგვაქვს? რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება
არასამთავრობო ორგანიზაციამ
16:50 / 03.03.2022
რა გაგვაქვს რუსეთში და რა შემოგვაქვს? რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შეისწავლა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.