საზოგადოება
მარტოხელა დედა - „დედის კულტისა“ და კონკრეტული სოციალური პროგრამების მიღმა
FaceBook

ქეთი (სახელი შეცვლილია) მარტოხელა დედაა. მას თავის 4 თვის შვილთან ერთად ქუჩაში დგომა და მოწყალების თხოვნა უწევს. მისი თქმით თავის გადასარჩენად და შვილის გამოსაკვებად მხოლოდ ეს გზა რჩება. რადგან დამხმარე არავინ ყავს. არც სამუშაო აქვს და მხარდაჭერაც ნაკლებია, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან.


"მარტოხელა დედა ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სოციალური ფენაა საქართველოში. ცალკე ფინანსური გასაჭირი, ცალკე ხალხის, ხშირად სწორედ ახლობლების მხრიდან, გარიყვა და მოძულების ფაქტის მორალის სტანდარტებით გამართლება. ქვეყანაში თითქოს არის დედის კულტი, თუმცა ეს კულტიზაცია არ ეხებათ მარტოხელა დედებს", - აღნიშნავს კინომცოდნე ლია ლომთაძე.
"სამწუხაროდ მარტოხელა დედები ერთ-ერთი მარგინალიზებული ჯგუფია საქართველოში", - მიაჩნია ჟურნალისტ ხატია კბილაშვილს.
მარტოხელა დედების მხარდასაჭერი კონკრეტული სოციალური პროგრამები სახელმწიფოს არ გააჩნია. თუმცა სოციალური დაცვის სააგენტოს ქუთაისის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ როდესაც სოციალური აგენტები მუშაობენ დედებთან (რომლებიც შეიძლება იყვნენ მარტოხელა ან არ იყვნენ), მარტოხელა დედის მდგომარეობის გარკვეული გათვალისწინება ხდება, რადგან დედები, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს, რიგ შემთხვევაში სოციალურად დაუცველები არიან.
მარტოხელა დედის სტატუსის გარკვეული გათვალისწინება ხდება სახელმწიფოს მხრიდან დაბეგვრის საკითხებშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა კატეგორიის ფიზიკურ პირებთან ერთად საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედაც. არ იბეგრება მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.
თუმცა აღნიშნულ შეღავათებს სრულიად არასაკმარისად მიიჩნევენ მოქალაქეები.
"ბავშვს იმდენი რამე ჭირდება,60 ლარიანი დახმარება ამას ვერ უშველის. თანაც ბავშვიან მარტოხელა დედას სამუშაოდ თითქმის არავინ აიყვანს, სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა იზრუნოს ამ ადამიანებზე", - მიაჩნია მოვაჭრე ნინო აფრიდონიძეს.
ის რომ სახელმწიფოს მხრიდან მარტოხელა დედებისთვის კონკრეტული პროგრამები არ არსებობს, კინომცოდნე ლია ლომთაძე ამის მიზეზს კულტურისა და ტრადიციის გავლენაში ხედავს.
"ქალმა ტაბუ დაარღვია და იმიტომ გახდა მარტოხელა დედა. ეს ნაბიჯი თუ გადადგა თავად უნდა აგოს პასუხი და მარტომ ზიდოს ტვირთი, ასე თვლის მორალისტი და ტრადიციული საზოგადოება და შესაძლებელია "მორალისტი" სახელმწიფოც", - ამბობს ლია ლომთაძე.
გერმანიაში მცხოვრები ხატია კბილაშვილი გერმანული საზოგადოებიდან მარტოხელა დედის ხატის დესაკრალიზაციასა და სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით მეტ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს . " (გერმანიაში-რედ.) "მარტოხელა დედა" ნიშნავს ქალს, რომელსაც შვილი ან შვილები ჰყავს. სხვა საკრალური მნიშვნელობა ამ ტერმინს არ აქვს. იმის თქმა მინდა, რომ რახან ქალი მარტოხელაა, მას საზოგადოება არ ითვალწუნებს, არც მისი სამომავლო გეგმები სამარდება გერმანიაში მარტოხელა დედას როგორც პირადი ცხოვრების პირადად მოწყობის შესაძლებლობა (კარიერის გაგრძლება ან დაწყება. პარტნიორი), ასევე საზოგადოების მხრიდან სიმპათია და მხარდაჭერა აქვს. თავის "პატრონი " კი სოციალური სტატუსის განურჩევლად ერთმნიშვნელოვნად თავად იყო და რჩება. ამას ემატება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარებები, როგორიცაა მაგალითად Kindergeld.. თავშივე უნდა ვთქვა რომ მარტოხელა დედაა თუ მამა, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ინფორმაციით, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მშობელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2000 ევრო შემოსავალი და თუ არ აქვს, თანხას სახელმწიფო ფარავს", - აღნიშნავს ხატია კბილაშვილი

ქართული "მორალისტი" სახელმწიფო კი ჯერჯერობით იმას ახერხებს, რომ კანონით აღიარებს მარტოხელა მშობლების არსებობას მის სივრცეში და მარტოხელა მშობლებს სტატუსს განუსაზღვრავს.
2014 წლის ბოლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსს დაემატა ახალი მუხლი "მუხლი 11911, რომლითაც მარტოხელა მშობლის სამართლებრივი დეფინიცია განისაზღვრა. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, შემოღებულია მარტოხელა მშობლის სტატუსი. ამ სტატუსით,ისარგებლებენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები. "მარტოხელა მშობლის" ცნება გულისხმობს როგორც მარტოხელა დედას, ისე მარტოხელა მამას. ახალი საკანონმდებლო ნორმები პარლამენტმა დაამტკიცა და იგი 2015 წლის 15 ივნისიდან ამოქმედდა.
ეკა კუხალაშვილი

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.