საზოგადოება
წითელას გახშირებული დიაგნოზი ქუთაისში - რას გვირჩევენ ექიმები
FaceBook
წითელამ, რომელიც ბავშვთა მწვავე ჰაერწვეთოვან ინფექციად ითვლება, სადღეისოდ საქართველოში მოზრდილებში მოიმატა.

ამის შესახებ კლინიკა "მედიქალ სითის" ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნუგზარ მაღლაკელიძე საუბრობს. მისი თქმით, ეს მოზრდილები 90–იანი წლების პერიოდის ასაკობრივი ჯგუფია, რომელთა ბავშვობის დროსაც აცრები ჩაიშალა და არ კეთდებოდა.

"ამიტომ ვიმკით ახლა ჩვენ ინფიცირებულთა გახშირებულ რაოდენობას. ეპიდემიის ზღვარზე არ ვართ, მაგრამ შემთხვევები ძალიან გახშირებულია", - ამბობს ნუგზარ მაღლაკელიძე.

წითელას პერიოდი ზამთარი და გაზაფხულია. ნუგზარ მაღლაკელიძის ინფორმაციით, მათ კლინიკაში წითელას დიაგნოზით მომართვიანობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. პირველი იანვრიდან დღემდე "მედიქალ სითიში" მკურნალობა 59 პაციენტს ჩაუტარდა, ამჟამად სტაციონარში 10 პაციენტი იმყოფება.

"წითელასგან თავის დაცვა ძალიან ძნელია. თუ პაციენტი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის, გვერდზეც რომ ჩაუაროს წითელათი დაავადებულ ადამიანს, შეიძლება გადაედოს. რისკი ძალიან მაღალია, 80% ამ შემთხვევაში", - ამბობს ნუგზარ მაღლაკელიძე.

მისივე თქმით, მშობლები ხშირად ცოდავენ და ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. ექიმის განმარტებით, ვაქცინაციის უკუჩვენების ერთეული შემთხვევები არის. თუმცა ეს ხდება მაშინ, როცა პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აწუხებს, რაც აცრის დროს საშიშროებას წარმოადგენს.

ქუთაისში მცხოვრები თათა კაჭკაჭიშვილი ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, რომელსაც, არც მანამდე და ახლა, ბავშვებისთვის აცრა არ გაუკეთებია. თათა განმარტავს, რომ ამის მიზეზი წინა წლებში თვითონ სამედიცინო სფეროში გავრცელებული აზრი გახლდათ, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინები სათანადო ხარისხის არ იყო.

"10 და 14 წლის ბიჭები მყავს. აცრა არც ერთს აქვს გაკეთებული. მაშინ ინფორმაცია არ მქონდა ვაქცინებზე, რამდენად ჰქონდა მათ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიკატი, რამდენად ხარისხიანი იყო  და ა.შ. ექიმებსაც არ ჰქონდათ მაგ დროს ეს ინფორმაცია", - ამბობს თათა კაჭკაჭიშვილი. 

სპეციალისტები საუბრობენ წითელას გართულებულ შემთხვევებზე, რომელიც გამოიხატება ყურის ანტებით, პნევმონიით, დიარეით.

ექიმები ხაზგასმით მიუთითებენ აცრების აუცილებლობაზე. ვაქცინაცია უფასოა.

ორსულებს, ასევე, ურჩევენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.