საზოგადოება
"ბავშვებს უხეშად ექცეოდა" – ქუთაისის 38–ე სკოლაში არსებული კონფლიქტის დეტალები
FaceBook
ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი მილორავას,  სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა საყვედური გამოუცხადა.
კომიტეტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლალი მილორავამ სკოლის პედაგოგები და დირექცია ზეწოლაში დაადანაშაულა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი პროცესს დირექციის მიერ მართულს უწოდებს და ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგებთან ერთად,  კონფლიქტში მე-11 კლასის მოსწავლეებიც ჩართო.

საგანმანთლებლო დაწესებულებაში ლალი მილორავასა და მასწვლებლებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მე-11 კლასის მოსწავლეებმა, რომლებსაც იგი ასწავლიდა, დირექციას მისი კლასიდან გაშვების მოთხოვნით მიმართეს. განცხადებას, რომელიც მოსწავლეებმა დირექტორთან შეიტანეს, ხელს 18 მოსწავლე აწერდა.

ლალი მილორავა ბოლო ორი კვირაა აღნიშნულ კლასში გაკვეთილებს აღარ ატარებს. პედსაბჭოს გადაწყვეტილებით, მას მეთერთმეტე კლასელებთან ჩასატარებელი საათები ჩამოართვეს და სხვა კლასში გადაანაწილეს.

ქართული ენის მასწავლებელი სკოლის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას არ გამორიცხავს. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექცია და პედაგოგები კი ამბობენ, რომ ლალი მილორავა მოსწვალეებს უხეშად ექცეოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ლალი მილორავასთვის. მისი თქმით, მას შემდეგ რაც კონფლიქტი სკოლის კედლებს გასცდა, მასზე ზეწოლა გაძლიერდა.

"დირექტორი აღარც კი მესალმებოდა. ერთ-ერთმა პედაგოგმა კი ხელი მკრა, ეს რა გააკეთე, რატომ გააგებინე ყველასო. რამდენიმე პედაგოგს პირადული ინტერესი ჰქონდა ჩემს მიმართ, ახლა შეიკრნენ ერთ გუნდად და დამიპირისრიპდნენ. რაც მთვარია, ამისთვის ბავშვები გამოიყენეს", - ამბობს ლალი მილორავა.

სკოლის პედაგოგი მის ყოფილ მოსწვალეებთან კონფლიქტს გამორიცხავს, თუმცა, არ მალავს, რომ გაკვეთლზე რამდენჯერმე მანდატურიც გამოიძახა, რამაც ბავშვების განაწყენება გამოიწვია.

"ახლა ასე გონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვს ბავშვს. ამ პოლიტიკას მიყვა დირექციაც და მშობლებიც. განცხადებაზე, რომელიც მოსწვალეებმა დირექტორს შეუტანეს, აშკარაა რომ იმ 18-დან რამდენიმე ხელმოწერა ერთნაირია", - ამბობს ლალი მილორავა.

მისი თქმით, დაპირისპირებული პედაგოგები მას აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებით დაემუქრნენ, სადაც, ისმის როგორ აყენებს იგი შეურაცხყოფას ბავშვებს და მათი კლასის დამრიგებელს. 

38-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო მეშველიანი, რომელსაც ლალი მილორავა ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მილორავას კონფლიქტი სკოლაში ადრეც ჰქონდა.

"სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებდა ბავშვებს. დირექცია შეეცადა, რომ უხმაუროდ მოგვარებულიყო ეს საქმე, მაგრამ არანაირ კომპრომისზე არ წავიდა. ეტყობა შეეჩვია, რომ დირექცია აგვარებდა ყოველთვის მის ასეთ საქციელს. ახლა მთელი სკოლა შეშფოთებულია. კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სკოლის რეპუტაცია", -ამბობს ნინო მეშველიანი.

მეშველიანი მილორავას ბრალდებას ფიზიკური ზეწოლის შესახებ უარყოფს და ამბობს, რომ მან ფაქტი გააზვიადა.

"იმ დღეს, ყველამ რომ გაიგო ეს ამბავი, ოთახში ვიყავით შეკრებილი. ლალიც იქ იყო. ვუთხარით, ეს რა არის ლალი, რა გააკეთეთქვა. გავარდა ოთახიდან გაბრაზებული. ამ დროს გაკვეთილიც იწყებოდა და კარში რომ გადიოდა მკლავზე მოვკიდე ხელი, რომ შემეჩერებინა. მოდი არ წახვიდეთქო ვუთხარი, მაგრამ რომ გამიძალიანდა, მერე თავი დავანებე, რადგან ვიცი მაგის ინტრიგნული ხასიათი", - ამბობს ნინო მეშველიანი.

რაც შეეხება, ჩანაწერებს, რომლითაც ლალი მილორავას თქმით, მას ემუქრებოდნენ, ნინო მეშველიანი ამბობს, რომ მსგავი რამ არ არსებობს და მილორავას არავინ დამუქრებია.

ჩანაწერების გამოქვეყნებით მუქარას გამორიცხავს სკოლის დირექტორიც. თუმცა, ამბობს, რომ მობილური ტელეფონით აუდიო ჩანაწერს პედსაბჭოს სხდომაზე თავად ლალი მილორავა აკეთებდა, რასაც მისი თქმით, შესაძლოა, რომელიმე პედაგოგისთვის წამახალისებელი ეფექტი ჰქონოდა.

"პედსაბჭოს სხდომაზე, სადაც მისთვის საათების სხვა კლასზე გადანაწილება წყდებოდა, ლალი მილორავამ თავად ჩართო ჩამწერი მობილურ ტელეფონზე. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ რომელიმე პედაგოგს ეფიქრა, რადგან მან ჩაიწერა, ესეიგი,  ჩემთვისაც შეიძლებაო და მასაც ჩაეწერა. თუმცა, ყველამ იცის რა ძალა შეიძლება ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს", - ამბობს სკოლის დირექტორი,  გივი ჯავახაძე.

მისივე თქმით, იგი არ დაინტერესებულა აქვს თუ არა რომელიმე პედაგოგს მსგავსი ჩანაწერი.

სკოლის დირექტორი, მილორავას უარყოფითად ახასიათებს და ამბობს, რომ იგი მოსწავლეებს უხეშად ექცეოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

"ბავშვებს ექცევა ხისტად. თუ ხელი ეშლება მასწავლებელს, რა თქმა უნდა, უფება აქვს მანდატურს მიმართოს, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. არ შეიძლება ბავშვი ხელის კვრით გააგდო კლასიდან, ან ულანძღო დამრიგებელი და მისგან მართული უძახო. ან გაკვეთილზე არჩიო ოჯახის საქმეები. დირექციისთვის იმის დაბრალება,  რომ ბავშვებს იყენებს ვინმე, არის სკოლის რეპუტაციის შელახვა", - ამბობს გივი ჯავახაძე.

ლალი მილორავას ჯერ-ჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი გაასაჩივრებს  თუ არა კოლეგების მიერ საყვედურის გამოცხადებასა და მეთერთმეტე კლასიდან მის იძულებით ჩამოშორებას. 

იგი ორივე გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს, სკოლის დირექცია კი,  საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ოქმების გასაჯაროებას აპირებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #სკოლა



მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა
წელიწადში 6 თვით გარესამყაროს წყდება.
14:15 / 07.09.2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა წელიწადში 6 თვით გარესამყაროს წყდება.
პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ბაგრატის ტაძრის
ეზოში გამართულ პარტიულ შეხვედრას საზოგადოების მხრიდან
არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა.
14:41 / 04.09.2020

პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართულ პარტიულ შეხვედრას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.