საზოგადოება
დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები
FaceBook
ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის ბინადრები ორი თვეა ბუნებრივი აირის ჩართვას ელოდებიან.

მამუკა ჩუბინიძე თავშესაფრის მესამე სართულზე  მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად  ცხოვრობს. ოჯახი კმაყოფილია, რადგან ათი წლის შემდეგ პირველად არ იხდის ბინის ქირას. იცის, რომ  ეს დროებითა, თუმცა, ოჯახისთვის ესეც შეღავათია.  ერთი პრობლემა, რაც სოციალურ საცხოვრისში აქვთ, გაზქურაა, რომელსაც ვერ იყენებენ.  ამის გამო მთელი დანაზოგის  ელექტროღუმეზე დახარჯვა მოუხდათ.

მამუკას მსგავს მდგომარეობაშია სოციალურ საცხოვრში შესახლებული სამოცდაოთხამდე ოჯახი. ელექტროენერგიის ხარჯს ჯერ-ჯერობით ქუთაისის მერია უხდით,  თუმცა, თვის ბოლოდან  მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ბენეფიციარებს მოუწევთ.



გაზქურები, რომლებიც  სოციალური საცხოვრისის ბინადრებს  დახვდათ, არ დრომდე არ გამოუყენებიათ


დვალიშვილების ოჯახმა ახალ სახლში საკუთარი გაზქურაც გადმოიტანა, თუმცა, საჭმლის მომზადება მაინც ელექტროღუმელზე უწევს

ქალაქში არსებული ობიექტი, სადაც სოციალური საცხოვრისი განთავსდა,  შპს „სანომ“ გაარემონტა. ირკვევა, რომ კომპანიამ  ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში ოთახები  არასწორი კონფიგურაციით მოაწყო.

კერძოდ, სამზარეულო, სადაც გაზქურა დგას, ოთახის სიღრმეში, ბინის ერთადერთი ფანჯრისგან მოშორებითაა განთავსებული. შესაბამისად, არ ხდება მისი განიავება. ამასთანავე, სამზარეულო ტიხრითაც კი არ არის გაყოფილი.


"სოკარ ჯორჯია გაზი" ასეთ პირობებში ბუნებრივი აირის მოხმარებას სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევს და ხარვეზების გამოსწორებამდე მის ჩართვას არ აპირებს.

"ოთახების არასწორი კონფიგურაციაა, არც ტიხრებია, არ ხდება განიავება იმ ოთახის, სადაც გაზის ღუმელები დგას. არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული და ამ რეალობაში ჩვენ იქ გაზს ვერ ჩავრთავთ", - ამბობს "სოკარ ჯორჯია გაზის" ქუთაისისის სერვისცენტრის მენეჯერი, თეიმურაზ ხვინგია.

მომხდარზე პასუხისმგებლობის არ იღებს შპს "სანოს" ხელმძღვანელი.  კომპანიაში პრობლემის არსებობასაც კი არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მათ არც კი იციან შენობაში ბუნებრივი აირი ჩართულია თუ არა.



ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სოციალური საცხოვრისი წინა ხელისუფლებამ ჩაიბარა და შესაბამისად, პასუხიც მათ უნდა მოვთხოვოთ. თუმცა, გვითხრეს, რომ,  ახალი მერი, გიორგი ჭიღვარია შპს "სანოს" წარმომადგენლებს უახლოეს დღეებში შეხვდება.

ქუთაისის მერიამ შპს "სანო" სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსის გზით შეარჩია. კონკურსში "სანო" ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ნიკეას N 40-ში, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში,  უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად მას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.

ამავე თემაზე:


სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)




FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე
არსებულ ველობილიკს ავტომობილების სადგომად იყენებენ.
11:15 / 08.11.2019
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ველობილიკს ავტომობილების სადგომად იყენებენ.
საქართველოში წითელ ნუსხაში
შეტანილი წაბლის ხეები ხმება.
17:20 / 07.11.2019
საქართველოში წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის ხეები ხმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს.
წარუმატებლად დასრულდა ქუთაისის მერიის მეოთხე მცდელობა, ნიკეას ქუჩაზე, ნაჩუქარ დგარზე აღმართოს ეროვნული დროშა.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში,  ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მოსახლეობა დღეს პურს უფასოდ მიიღებს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ბავშვთა უფლებების საკითხები საუნივერსიტეტო სილაბუსებში დაინერგება.
ამ წუთებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ტყის მასივი იწვის.
სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს.
ქუთაისიპოსტთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქუთათელ-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს განცხადებაში, რომ ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დაკვეთით, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი რუსული პროპაგანდის ახალ „ღია ფაზაში“ გადასვლის ნიშნებს ხედავს.
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, #161 კორპუსში  აბონენტმა წყლის გამაცხელებლის თვითნებურად მონტაჟის დროს,  გაზის მილი წყლის მილზე დააერთა.