პოლიტიკა
"ოცნებამ" ზესტაფონში გამგებლის კანდიდატად, შესაძლოა, მუნიციპალიტეტის გამგებელი დაასახელოს
FaceBook
"ქართულმა ოცნებამ" ზესტაფონის გამგებლის კანდიდატად შესაძლოა, მუნიციალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი დაასახელონ. თუთარაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუკი პარტია გადაწყვეტს მისი კანდიდატურის დაყენებას, ის მზად იქნება.

"მუშაობის პროცესში ვართ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მზად ვარ კვლავ ვემსახურო ჩემს რაიონს თუ პარტიის ხელმძღვანელობა ამას გადაწყვეტს", - განმარტავს  თუთარაშვილი.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, გამგებლის პოსტზე "ქართული ოცნებიდან" კენჭისყრის სურვილი აქვს, პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს გელა ჯუღელს, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, მამუკა მახათაძეს, "ქართული ოცნების" შტაბის ყოფილ უფროსს ელგუჯა კვეტენაძეს და რაიონის გამგებლის მოადგილეს ვახტანგ ღამბაშიძეს.

ერთ-ერთი ვერსიით, "ქართულმა ოცნება"  ზესტაფონის გამგებლის კანდიდატად "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელსაც განიხილავს.

ტარიელ თუთარაშვილი, რომელიც პარალელურად არის "ქართული ოცნების" ზესტაფონის ოფისის ხელმძღვანელი, ამბობს რომ  "ოცნება" ოფიციალურად ზესტაფონში გამგებლის კანდიდატს თვის ბოლოს დაასახელებს.


ეკა დუგლაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოპოზიციონერმა ქალმა პარლამენტარებმა, ქუთაისში, სამოქალაქო
საზოგადოებასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა
გამართეს.
17:32 / 17.06.2024
ოპოზიციონერმა ქალმა პარლამენტარებმა, ქუთაისში, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.


პარტია
18:36 / 15.06.2024


პარტია "ახალმა" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.