პოლიტიკა
ენმ-მ ქუთაისის მერობის კანდიდატად შესაძლოა ხატია დეკანოიძე წარადგინოს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია ქალაქის მერობის კანდიდატად  წარსადგენად კონსულტაციებს ხატია დეკანოიძესთან მართავს.
ამის შესახებ ქუთაისისპოსტს პარტიის წარმამადგენელმა, ბესიკ ბრეგაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დეკანოიძესთან ერთად, ქუთაისის მერობის კანდიდატობაზე კონსულტაციები რამდენიმე პირთან მიმდინარეობს, რომელთა შორის ადგილობრივი კადრებიც არიან.

თუმცა, ბრეგაძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდი მოგვიანებით მიიღებს, რომელიც ამ საკითზე აქტიურად მუშაობს.

"ხატია დეკანოიძეც და სხვა სავარაუდო კანდიდატებიც მზად არიან პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, თუმცა საბოლოო შეთანხმება გუნდურად მიიღება და ამის შესახებ ცნობილი მოგვიანებით გახდება," - განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

ხატია დეკანოიძე 2007 წლიდან საქართველოს პოლიციის აკადემიას ხელმძღვანელობდა. ის, ასევე, იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც. 2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე კი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გახლდათ.

2015- 2016 წლებში ხატია დეკანოიძე უკრაინის ეროვნულ პოლიციას ხელმძღვანელობდა. ის ამ პოსტდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.