პოლიტიკა
მითხრა "ოცნებაში" გადავსულიყავი - ხარაგაულის გამგებელს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ
FaceBook
ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა ლურსმანაშვილს, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ყოფილი თანამშრომელი პოლიტიკურ დევნაში ადანაშუალებს.
"ხარაგაულკეთილმოწყობის" ყოფილი დირექტორის, მიხეილ ჭიპაშვილის განცხადებით, იმის გამო რომ "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელია, ლურსამანაშვილმა ჯერ ჩამოაქვეთიდა, ხოლო შემდეგ გაათავისუფლა.

მხარეებს შორის დავას უზენაესი სასამართლო განიხილავს.

"ვიდრე გამათავისუფლებდა, მითხრა "ოცნებაში" გადავსულიყავი, რადგან, როგორც "რესპუბლიკელი" მისთვის სანდო და დასაყრდენი აღარ ვიყავი", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში მიხეილ ჭიპაშვილი.

მისი გათავისუფლება გამგებლის მიერ 2015 წლის 30 ნოემბერს გამოცემული ბრძანების საფუძველზე მოხდა. მას თან ერთვოდა ხარაგაულის საკრებულოს 18 დეპუტატის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ისინი ჭიპაშვილს თანამშრომლის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

"ხარაგაულკეთილმოწყობის" ყოფილი დირექტორის თქმით, ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად პროფესიული უნარ-ჩვევების არქონა და ეთიკური ნორმების დარღვევა იყო მითითებული.

"მაბრალებენ, თითქოს საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. მაშინ როცა, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. პირიქით, იმ ადამიანის მხრიდან იყო პროვოკაცია, მაგრამ არ ავყევი, მივხვდი, რომ გამოწვევა უნდოდათ. თუმცა, ჩემი გათავისუფლება მაინც შეძლეს", - ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშომელი. მისი თქმით, ამ ყველაფერს საფუძვლად პოლიტიკური მოტივი უდევს და სხვა მიზეზი მოგონილია.

"თავად, ჭიპაშვილის თანამშრომლებმა მთხოვეს, რომ ის გამეთავისუფლებინა. გარდა ამისა, უფლებამოსილებას აჭარბებდა. ახლა ამ ყველაფერისთვის პოლიტიკური ხასიათის მიცემა არ იქნება მართებული", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში კობა ლურსმანაშვილი.

ჭიპაშვილმა გათავისუფლების ბრძანება ზესტაფონის სასამართლოში გაასაჩივრა. ის სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

ზესტაფონის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ - განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დააკმაყოფილა, რაც მოსარჩელე მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშო გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა კი, ბათილად ცნო ზესტაფონის სასამართლოს გადაწყევეტილება და ძალაში დატოვა ხარაგაულის გამგებლის ბრძანება, რომელიც ჭიპაშვილის გათავისუფლებას შეეხება.

გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

მიხეილ ჭიპაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" ხარაგაულის ორგანიზაციის ხელმაძღვანელია. ის "ხარაგაულკეთილმოწყობის" დირექტორად 2014 წელს დაინიშნა. მანამდე გამგებლის მოადგილე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლე ინგა მაღრაძე ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეა, რომელსაც კოლეგები მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს საკრებულოს რიგით სხდომაზე იმპიჩმენტს უმზადებენ. თავის მხრივ, მაღრაძეც აცხადებს, რომ მისი გადაყენების საკითხი პოლიტიკურია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.