პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მერიაში არსებულ დეპუტატის ბიუროში მოქალაქეებს აღარ ხვდება
FaceBook

"დეპუტატს დატვირთული გრაფიკი აქვს"


ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მერიის შენობაში არსებულ მაჟორიტარის ბიუროში მოქალაქეებს აღარ ხვდება. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში განმარტავენ, რომ გუბაზ სანიკიძე მოქალაქეებთან შეხვედრას პარლამენტის შენობაში მართავს. 

როგორც ბიუროს თანამშრომელი, თეა თათელიშვილი ამბობს, მოქალაქეებთან შეხვედრის ადგილის მსგავსად, გუბაზ სანიკიძესთან შეხვედრის დღეც (ყოველი კვირის ხუთშაბათი) შეცვლილია. თუმცა კონკრეტული დღის დასახელების ნაცვლად, ბიუროში განმარტავენ,  რომ შეხვედრის მსურველებისთვის არ არსებობს გაწერილი დრო.

"მოქალაქეების მიღება გუბაზ სანიკიძესთან ხორციელდება პარლამენტის შენობაში, მაჟორიტარი ასევე ვიცე-სპიკერია და ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, ამიტომ დროის ხარჯვა იქნებოდა მოქალაქეებთან შეხვედრების ისევ მერიის შენობაში გამართვა, შესაბამისად, ის პარლამენტის შენობაში არსებულ კაბინეტში ხვდება მოქალაქეებს, ამ ყველაფრის ორგანიზებას კი ჩვენ ვახორციელებთ და მოქალაქეები უშუალოდ ჩვენ მოგვმართავენ მაჟორიტართან შეხვედრის თაობაზე," - ამბობს ქუთაისის მაჟორიტატი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თეა თათელიშვილი.

ბიუროში ირწმუნებიან, რომ მოქალაქეებს პარლამენტის შენობაში, გუბაზ სანიკიძეს კაბინეტში მოხვედრაზე, პრობლემები არ ექმნებათ.
"ჩვენ ვათანხმებთ გუბაზ სანიკიძესთან შეხვედრებს და იმ შუალედებში, როცა მას თავისუფალი დრო აქვს და დეპუტატის აუცილებლად ხვდება მოქალაქეებს,"- ამბობს თეა თათელიშვილი.

საქართველოს პარლამენტის შენობაში გუბაზ სანიკიძისკაბინეტში განმარტავენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნულ ოთახში მოქალაქეებს ნამდვილად ხვდება. თუმცა ბოლო ერთი წლის მანძილზე, სულ რამდენ მოქალაქეს შეხვდა დეპუტატი, აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობენ. 

"აქ ხვდება დეპუტატი მოქალაქეებს, მე დიდი ხანია არ ვმუშაობ, ამიტომ ზუსტად რამდენი მოქალაქე იყო შეხვედრაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია" - ამბობს გუბაზ სანიკიძეს მდივანი თამარ დალაქიშვილი.

საქართველოს პარლამენტის შენობის საშვთა ბიუროში ამბობენ, რომ შენობაში შესვლის ნებართვით მოქალაქეები ხშირად მიმართავენ, თუმცა საშვის გაცემის შემდგომ, კონკრეტულად ვისთან მიდიან შეხვედრაზე, ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

ანალოგიურად, ინფორმაციას არ ფლობენ პარლამენტის შენობაში მყოფი დაცვის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს, მაჟორიტარად არჩევის შემდეგ თითქმის ყველა "ეძებდა", რადგან დეპუტატი არცერთ საჯარო შეხვედრას არ ესწრებოდა, ასევე არ ხვდებოდა ქუთაისის მოქალაქეებს.

გუბაზ სანიკიძემ მოქალაქეებთან შეხვედრები 2013 წლის მარტიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც, მაჟორიტარს ქუთაისელებმა მერიის შენობაში არსებული კაბინეტის კარი აუჭედეს.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს ყოველ ხუთშაბათობს ხვდებოდა.

2013 წელს გუბაზ სანიკიძე, ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე გამოჩნდა და ქუთაისიპოსთან საუბარში განმარტა, რომ პარლამენტში აქტიურად მუშაობს და მოქალაქეებსაც ყოველკვირეულად ხვდება. მან ასევე განმარტა,  რომ დღე და ღამე მუშაობს.

როგორ მუშაობენ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები და მათ შორის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, აღნიშნულის შესახებ კლვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2013 წლის ბოლოს გამოაქვეყნა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ კითხვები, თუ რა შედეგები მოიტანა მაჟორიტარის ან მისი ბიუროს მიერ მოქალაქეებთან გამართულმა საჯარო შეხვედრებმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა და დეპუტატის ბიურომ პასუხგაუცემელი დატოვა.

გუბაზ სანიკიძე კოალიცია "ქართული ოცნების" შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის "ეროვნული ფორუმის" ლიდერი, ქუთაისის მაჟორიტარი და პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

გუბაზ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მიმდინარე წელს დაინიშნა.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.