ახალი ამბები
ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა
FaceBook
ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა.

ადგილზე მცხოვრებლების თქმით, სამი წლის ბავშვი აბაზანაში იმყოფებოდა, რა დროსაც ხმა გაიგონა, შევიდა და ჭერი ჩამოშლილი დახვდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა,  საცხოვრისის მკვიდრები ამბობენ, რომ შენობა ამორტიზებულია, უხარისხოდ არის აშენებული და ადგილზე ცხოვრება გაუსაძლისია. ისინი ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ. 

შემთხვევის ადგილზე მივიდა  მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელი. ჯონი არაბიძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალიტი კომისია. მისი თქმით,  ქუთაისის მერია მიმართავს სამხარაულის ექსპერტიზა რადგან შემწმდეს რამდენად უსაფრთხოა შენობა.

ამ დროისთვის მერია ადგილობრივებს ალტერნატიულ ფართს ვერ სთავაზობს. თუმცა, არაბიძის თქმით, შენობის შემოწმების შემდეგ მოხდება სხვადასხვა სართულებზე, იმ ოჯახების გადანაწილება, რომელებიც ამ დროისთვის საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

ქუთაისის მერიამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობის
ყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს " სანოს" დაევალა. კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.



ამავე თემაზე:


"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრისის შენობა ქარმა დააზიანა (ფოტო)

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ავარიული სოციალური საცხოვრისი გახსნიდან ერთ წელიწადში (ფოტო)

"ერთ თვეში დავდებთ დასკვნას" - სოციალურ საცხოვრისზე კომისიამ მუშაობა დაიწყო
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების
დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი- საჩხერე- ჭიათურა- ზესტაფონის
გზებზე შეზღუდვები მოიხსნა.
12:13 / 24.01.2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი- საჩხერე- ჭიათურა- ზესტაფონის გზებზე შეზღუდვები მოიხსნა.
ქუთაისში, ავანგარდის
მეტალურგიული ქარხნის გაფიცულმა მუშებმა დილიდან საპროტესტო აქცია
ისევ გაანახლეს.
11:19 / 24.01.2020

ქუთაისში, ავანგარდის მეტალურგიული ქარხნის გაფიცულმა მუშებმა დილიდან საპროტესტო აქცია ისევ გაანახლეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.