განათლება
ცვლილებები და ახალი სტანდარტები – საბავშვო ბაღებში რეფორმა იწყება
FaceBook

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მდებარე ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ახალი რეფორმის განხორციელება იწყება.


ადრეული და სკოლამდელი დაწესებულელების ახალი რეფორმა, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტებთან ერთად იწყებს, საბავშვო ბაღების გაერთიანებების დაშალას და თითოეული აღზრდის დაწესებულების ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. რეფორმის ფარგლებში, ასევე, საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი უნდა მიენიჭოთ. ცვლილებები, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს დაამტკიცა.

სიახლეები, რომლებიც ბაღებში  2018 წლიდან იგეგმება

ჰიგიენა, კვების რაციონი, აღმზრდელების კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები და წესები - ეს ახალი  რეფორმის სტანდარტებია, რომელთა შემუშავებაზეც გაეროს ბავშთა ფონდთან ერთად განათლების, ჯადაცვის და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობენ.

სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ხუთი მთავარი საკითხის დარეგულირებას ითვალისწინებს. ესენია: კომპლექსურ მიდგომება და ცვლილებები აღზრდა–განათლების, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ ტექნიკური ბაზის, კვების და ჰიგიენის ჯანდაცვა და უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულელებში.

აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება სკოლამდელი აღზრდის კერძო თუ საჯარო დაწესებულელებში 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა დაიწყოს და 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. სწორედ 2020 წელს არის დაგეგმილი საქართველოს ყველა საბავშვო ბაღში ავტორიზაციის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღებში იმის შემოწმება მოხდება თუ რამდენად გაითვალისწინებს მათ ახალი რეფორმის შედეგად შემუშავებული მითითებები.  თუ სამ წელიწადში საბავშვო ბაღი ვერ დააკმაყოფილებს საგანმანათლებლო კუთხით შემუშავებულ მოთხოვნებს და ბაღის თანამშრომლებს არ ექნებათ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი, ასევე, თუ დაწესებულებაში არ იქნება მოწესრიგებული კვების ობიექტები, საძინებელები, საპირფარეშოები და არ იქნება ინფრასტუქტურულად მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში საბავშვო ბაღს შეუჩერდება ფუნქციონირების უფლება. 

რაც შეეხება, სამინისტროების ჩართვას, თითოეული უწყება შესაბამის სფეროების მიხედვით შეიმუშავებს ახალ სტანდარებს. მაგალითად,  განათლების და მეცნიერების სამინისტრომ  უკვე შეიმუშავა 0- დან 2– მდე;  2-დან 5 წლამდე და 5-დან ზემოთ ასაკის აღსაზრდელების განათლების სისტემა და საბავშვო ბაღის აღმზრდელისთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭება, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ მუშაობას ინკლუზიური განათლების კუთხით, ტრენინგების გავლას და განახლებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებს საბავშვო ბაღებში. 

ხოლო, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ შექმნა ორი ჩარჩო–დოკუმენტი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და კვების რეგლამენტის დასარეგულირებლად. სამინისტროს რეკომენდაციით კვების რაციონში უნდა შემცირდეს ცხიმები, მარილი, შაქარი და სხვა მავნე ნივთიერებები. განისაზღვროს დღიური კალორაჟი და მოხდეს ინდივიდუალური, გააზრებული მენიუს შედგენა. ხოლო საბავო ბაღის შენობის ყველა ოთახში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური და სანიტარული ნორმები.

შეფასებები იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან  ბაღებში დაგეგმილ
ცვლილებებზე

იმერეთის 12  მუნიციპალიტეტში ამდენივე  საბავშვო ბაღების გაერთიანებაა, რომელშიც 270-მდე  ბაღის ფილიალი შედის. ახალი რეფორმით, თითოეული მათგანი 2018 წლიდან იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს და 2020 წლისათვის ავტორიზაცია დამოუკიდებლად უნდა გაიაროს. მანამდე კი, უნდა მოაწესრიგოს საპირფარეშო, სამზარეულო, საძინებელი თუ სხვა დანიშნულების ოთახები. ასევე, უნდა ჰქონდეთ ბავშვებზე სრულად მორგებული კვების მენიუ და საბავშვო ბაღებში დასაქმებულნი უნდა იყვნენ მხოლოდ აღმზრდელ პედაგოგის სტატუსის მქონე პედაგოგები. თუმცა, მანამდე მუნიციპალიტეტებმა ეს რეგულაციები საკრებულოზე უნდა დაამტკიცოს. სიახლეებს იმერეთის მუნიციპალიტეტში 
ააის საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომარგენლები დადებითად აფასებენ, ხაზს უსვამენ იმ პრობლემებს რომლებიც ამ დროისთვის  მათ აქვთ, რომელიც, მათი თქმით,  ბაღების ინფრასტრუქტურას ეხება.

"ძალიან მტკივნეული თემა არის, სველი წერტილები, სამზარეულოსა თუ საპირფარეშოები. ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება და ამ მხრივ აქტიურად ვაპირებთ მუშაობას", - ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიენების ხელმძღვანელი, ხათუნა გაგუა.

მოუწესრიგებელი და შეუსაბამო ინფარსტრუქტურის გამო დაჯარიმდა მიმდინარე წელს ტყიბულში საბავშო ბაღები. იქ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმება ჩაატარა და დარღვევები აღმოაჩინა.

"საწყობი და ჭურჭლის შესანახი არის სრულად სარემონტო, რადგან არ იძლევა სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას; პერსონალის ტუალეტი არის სრულად სარემონტო, რადგან არ იძლევა ადვილად რეცხვა-დეზინფიცირების საშუალებას; ასევე სრულად არის სარემონტო ბავშვთა ტუალეტებიც, სამზარეულოების, საწყობისა და ჭურჭლის შესანახი ოთახების კედლები, ჭერი, კარები და იატაკი არ არის ადვილად გასაწმენდი და საჭიროების შემთხვევაში არ იძლევა დეზინფიცირების საშუალებას ,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს 26 პუნქტიან დოკუმენტში.



იმერეთის თორმეივე მუნიციპალიტეტის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში" ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ რეფორმა დროული და აუცილებელია, თუმცა ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება მათთვის რთული იქნება. მათი თქმით, სველი წერტილების პრობლემა, მოუწესრიგებელი სამზარეულოები და აღმზრდელების არასრული კომპეტენცია, საბვშვო ბაღებში წლებია გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მათ შორის ერთ-ერთია ტყიბულის ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანებაც, სადაც აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღების ფილიალებში რთული ჰიგიენურ-სანიტარული მგომარეობაა.

"ჩვენი საბავშვო ბაღები დაჯარიმდნენ იმიტომ, რომ სამზარეულო თუ საპირფარეშო არ იყო მოწესრიგებულ. ამის მოწესრიგებას სჭირდება თანხა, სამწუხაროდ, ყველას გარმონტებას ვერ ვახერხებთ ერთდროულად", - ამბობს ტყიბულის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელი, ემილია გაბრიაძე.

"ჭიათურაში არსებობს სოფლები, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან 25 კმ–ითაა დაშორებული. იმ სოფლის საბავშვო ბაღში კი მხოლოდ 8 ბავშვი დადის. ყოველ დღე ახალი პურის და პროდუქტის მიტანაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი კომპანია ვერ აიღებს. განსაკუთრებით ზამთარში, როცა თოვლია და მოძრაობა შეუძლებელია. მხოლოდ 8 ბავშვის გამო კომპანია არ დათანხმდება ტენდერში მონაწილებაზე, ამიტომ ამ საკითხს პრობლემურად ვუყურებ", - ამბობს ჭიათურის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელი, მაკა წერეთელი.

"ნამდვილად არის პრობლმა ჰიგიენური ნორმები, სამზარეულო, საპირფარეშო, ეს პრობლემა საქართველოს ბევრ საბავშვო ბაღშია, იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს ფინანსები იქნება საჭირო სხვაგვარად ვერ მოახერხებენ დამოუკიდებლად", - ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მამუკა ჭიპაშვილი.

რეფორმაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების
შეფასებები
საბავშვო ბაღებში დაგეგმილი ახალი რეფორმა "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით შემუშავდა.

მისი თქმით, საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულელების მონიტორინგს კვლავ მუნიციპალიტეტები განახორციელებენ, რაც  ბესელიას აზრით, გამორიცხავს ყოველგვარ კორუფციას ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბებულ საბავშვო ბაღებში. ეკა ბესელიას თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულელებში ახალი რეფორმის განხორციელების 4 წლიანი პერიოდის განმავლობაში ყველა სამართლებრივი დარღვევა, თუნდაც კორუფია სამართლებრივი გზით დარეგულირდება.

" მუნიციპალიტეტი განახორციელებს მონიტორინგს, ასევე მათ ხელში იქნება ავტორიზაციის ფორმებიც და შეფასების კრიტერიუმებიც. ერთ-ერთი სიახლე ამ რეფორმის გახლავთ აღმზრდელისთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭება. მათი კვალიფიკაციის გაზრდა რეფორმის ნაწილია. რაც შეეხება, სტანდარტებს, ამას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ამზადებს და ამტკიცებს მთავრობა", - განმარტავს ჩვენთან საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. მისი თქმით, რეფორის ფარგლებში დაგეგმილი აღმზრდელ-მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა ეტაპობრივად მოხდება.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემისთვის შესაბამისი დადგენილების შემუშავებაში სამინისტროებთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად აქტიურად მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდი "UNISEF". სწორედ მათი სპეციელისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავეს  ახალი რეფორმის სტანდარტები.

"ამ დრომდე საბავშვო ბაღებში ძალიან არაორგანიზებულია სააღმზრდელო პროცესი. მოიკოჭლებს ჰიგიენური ნორმები, დასაქმებული პერსონალის არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია. ახალი რეფორმის მიხედვით აუცილებელი ყურადღება მიექცეს, როგორც განათლებას ასევე, ჰიგიენას ინფრასტრუქტურას. აქამდე არ არსებობდა არავითარი სტანდარტი, რომელიც უნდა დაეკმაყოფილებინა საბავშვო ბაღებს ამიტომ დღეს მდგომარება არის ურთულესი",  -ამბობს "UNISEF"-ის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, მაია ყუფარაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტთან, იმისთვის რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში დაემატოს პროფესია " სკოლამდელი აღზრდის დაწესებეულების მასწავლებელი". მაია ყუფარაძის თქმით, ახალი სტანდარტები ნამდვილად მაღალი საფეხურია და მისი დაკმაყოფილება ბევრ საბავშვო ბაღს გაუჭირდება.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულელების მიმართულებით აქტიურად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია "კივიტას გეორგიკას". არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო "ადრეული და სკოლამდელი აღზრდის" შესახებ კანონის შემუშავებაში. მათი თქმით, ახალი რეფორმა, რომელიც საბავშვო ბაღების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს საქართველოში დაუყონებლივ უნდა განხორციელდეს. რადგან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულელები ხშირ შემთხვევაში სასწრაფო დახმარებას საჭირობენ.

"2012 წელს როდესაც საბავშვო ბაღებში კვება გახდა უფასო, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამას ისინი ვერ გაწვდებოდნენ და ბიუჯეტის თანხები არ ეყოფოდა ბავშვების უფასო კვებას. მაგრამ ახლა რომ მიხვიდეთ ნებისიერ მუნიციპალიტეტში სიამაყით გეტყვიან, რომ მათ აქვთ საბავშვო ბაღებში უფასო კვება. კი რეფორმა იქნება რთული. გასაკეთებლი ბევრია მაგრამ თუ კაცი მოინდომებს გამოვა ყველაფერი", - ამბობს ჩვენთან საუბარში არსამთავრობო ორგანიზაცია "კივიტას გეორგიკას" პროქტების მენეჯერი, ალექსანდრე კალანდაძე.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულელების შესახებ კანონის ფარგლებში განსახორციელი რეფორმები, რომელზეც მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში მდებარე ყვალა საჯარო თუ ჯერძო ბავავშვო ბაღზე გავრცელდება. რეფორმის დაწყებიდან მის დასრულებამდე ანუ 2020 წლამდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულელებში სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს თავად მუნიციპალიტეტები განახორციელებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
მე-12 კლასელების ნაწილმა Ბოლო ზარი დაგვიანებით აღნიშნა.
13:46 / 27.05.2020

ქუთაისში მე-12 კლასელების ნაწილმა Ბოლო ზარი დაგვიანებით აღნიშნა.

მიმდინარე 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის 10
ფინალისტიდან იმერეთის ხუთი სკოლის დირექტორია.
17:40 / 25.05.2020
მიმდინარე 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის 10 ფინალისტიდან იმერეთის ხუთი სკოლის დირექტორია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.