გამჭვირვალე თვითმმართველობა
მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქუთაის-გაენათის ეპარქია 366 200 ლარით დააფინანსა - TI
FaceBook

ქუთაისის მერიამ, 2013-2017 წლის  20 მარტის ჩათვლით  ქუთაის-გაენათის ეპარქია 366 200 ლარის ოდენობით დააფინანსა. ამის შესახებ კვლევას არასამთავრობო ორგანიზიაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" აქვეყნებს.


ორგნაზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2013-2014  წლებში,  მერია ყოველთვე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს მიმართვის საფუძველზე, ქუთაისის სიონის (ბაგრატის) ტაძრის დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს იხდიდა.

"ამ პერიოდის შემდგომი კორესპონდენცია ორგანიზაციას არ აქვს, შესაბამისად, ვერ ვადგენთ ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის დარიცხული თანხების მიზნობრიობას", - განმარტავენ ორგანიზაციაში. 

კვლევაში ნათქვამია, რომ ქუთაისის მერიის ინფორმაციით რელიგიური დღესასწაულების დასაფინანსებლად თანხა არ გამოყოფილა.

რაც შეეხება, გადაცემულ ქონებას, კვლევის მიხედვით, 2013 წლის 9 იანვრიდან 2014 წლის 24 აპრილის ჩათვლით, ქუთაისის მერიამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართმადიდებლურ ეკლესიას უსასყიდლო აღნაგობის უფლებით 15 მიწის ნაკვეთი გადასცა.

ქუთაისიპოსტის მოკვლეული ინფორმაციის მიხედვით, ხუთი წლის მანძილზე სსიპ საქართველოს სამოციქულო-ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას ქუთაისის ხელისუფლებისგან ათასობით კვადრატული მეტრი მიწა უფასოდ გადაეცა.

მიწები ქუთაისის ტერიტორიაზე, ქალაქის სხვადასხვა ზონებში გაიცა, სადაც ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი არც თუ დაბალია. ეკლესიისთვის მიწების უფასოდ გადაცემის ეს პრაქტიკა ბუნდოვანი სამართლებრივი ნორმებით მართლდება, სამაგიეროდ საერთოდ არ ეძებნება და არ გააჩნია ეკონომიკური სარგებელი.

რამდენი ლარით იზარალა ქალაქმა ეკლესიისთვის მიწების გაჩუქებით?  ნახეთ ქუთაისიპოსტის“  მიერ მომზადებული  სტატია.

კვლევის მიხედვით, 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით, იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ 4 942 603 ლარი შეადგინა;

მუნიციპალიტეტებმა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები) საკვლევ პერიოდში მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადასცა. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:23 / 23.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.