გამჭვირვალე თვითმმართველობა
თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ბიზნეს წილები ქუთაისის მერიასა და საკრებულოში -TI-ის კვლევა
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ქუთაისის მერიისა და საკრებულოს იმ თანამდებობის პირების შესახებ გამოქვეყნა ინფორმაცია,
რომლებმაც დეკლარაციებში თავიანთი ქონება და ბიზნესწილები სრულყოფილად არ მიუთითეს.

კვლევაში, ასევე, საუბარია მათ მიერ თანამდებობასთან შუფერებელ საქმიანობაზე.

TI-მ დეკლარაციის არასრულად შევსების 8 და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 ფაქტი გამოავლინა.

კვლევაში მოხვდა ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, რომელმაც დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მამამისი ტარიელ ჭიღვარია შპს "ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში" 33,3%-იანი წილის მფლობელია. მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ ტარიელ ჭიღვარიას სოფელ ჭრებალოში 474 კვ.მ. და 989 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აქვს. ტარიელ ჭიღვარიას სოფელ მაღლაკში აქვს ასევე ორი მიწის ნაკვეთი, ორივე 2500 კვ.მ. ფართობის, თუმცა გიორგი ჭიღვარიას დეკლარაციაში მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი აქვს მითითებული.

დეკლარაცია არასრულად შეავსო მერიის სამხედრო სამსახურის უფროსმ,ა ვალერიან ყენიამ, რომელმაც არ მიუთითა, რომ სოფელ ჩაისუბანში აქვს 3 მიწის ნაკვეთი.

ქონების სამსახურის უფროსმა, გიორგი გიორგობიანმა კი დამალა, რომ იგი არის შპს ჯი.თი.ჯი გრუპ G.თ.G. გროუპ-ის 33.3%-იანი წილის მფლობელი. მას ასევე აღნიშნული წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც TI-ს თქმით, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.

კვლევაში საკრებულოს 7 დეპუტატი მოხვდა. კვლევის მიხედვით, თანამდებობასთან შუთავსებელ საქმიანობას ეწევა საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია, რომელმაც დეკლარაციაში მიუთითა, რომ არის შპს "ნიკოილი თერჯოლას" 50%-იანი წილისა და ასევე შპს "გიოს" 40%-იანი წილის მესაკუთრე, თუმცა მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია.

ლატარიას დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს "ნიკოილი 9-ის" 100%-იანი წილისა და შპს "ფრეშ ფუდის" 55%-იანი წილის მფლობელი, რაც დეკლარაციაში არ აუსახავს. ლატარიას დეკლარაციაში ასევე არ მიუთითებია, რომ დედამისი, დალი ლატარია შპს "ნიკოილი +-ის" 50%-იანი წილის მესაკუთრეა, ხოლო მისი მეუღლე ხატია სირბილაძე შპს "ნიკოილის" 70%-იანი წილის მესაკუთრეა.

დეკლარაციაში თავისი ქონების შესახებ მიუთითა საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბოჭორიშვილმა, თუმცა, მას წილი სამართავად სხვა პირისთვის არ მიუცია, რაც ასევე წარმოადგენს კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის დარღვევას.

კვლევის მიხედვით, საკრებულოს ფარქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ელეონორა არჩაია ორი კომპანიის დირეტქორია, რაც TI- ს თქმით, არღვევს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონს, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირს უფლება არ აქვს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი იყოს.

კვლევაში მოხვდა ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარე, ამირან კოპალეიშვილიც, რომელმაც დეკლარაციაში მიუთითა, რომ შპს "DAMI-ში" 33%-იან წილს ფლობს, თუმცა მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია.

ამირან კოპალეიშვილის შესახებ მასალა რუბრიკის "დეპუტატი ბიზნესში" ქუთაისიპოსტსაც აქვს მომზადებული.

საკუთარი წილი სამართავად არ გადაუცია სხვა პირისთვის არც ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე, ლაშა გვენეტაძეს, რომელიც შპს "ვიპ კახიანაურის" 20%-იანი წილის მესაკუთრეა.

ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარე, იმედა საღინაძეს არც 25%-იანი წილი გადაუცია ვინმესთვის შპს "სამებაში" და დღემდე მისი დირექტორია.

საკრებულოს დეპუტატმა, მერაბ კვიცარიზემ, რომელსაც წარმომადგენლობით ოგანოში თანამდებობა არ აქვს, დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს "საერთაშორისო საგანმანათლებლო აკადემიის" დირექტორი და 48%-იანი წილის მფლობელი, რომელიც სხვა პირისთვის არ გადაუცია.

TI-თქმით, მას აღნიშნულიც წარმოადეგნს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნის დარღვევას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მოახდინოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები






2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული
სამუშაოები.
13:20 / 29.12.2018
2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული სამუშაოები.






არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22
სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება
17:33 / 28.12.2018
არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება

დღის სიახლეები
13:47 / 26.04.2019
2 მაისს ქუთაისში მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა.
17:01 / 25.04.2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი დაიკითხება.
14:50 / 25.04.2019
ქუთაისიპოსტის სტუდია გთავაზობთ  მორიგი გადაცემის  ჩანაწერს. ქალაქში საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
13:21 / 25.04.2019
ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე 20-ზე  მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.
12:17 / 25.04.2019
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.
12:05 / 25.04.2019
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის პროგრამა „კორპუსი“ გაუქმდა და მუშაობას  შეცვლილი სახელწოდებით გააგრძელებს.
11:37 / 25.04.2019
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სასაფლაოების მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.