კვირის თემა
არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება
სრულად
21:33 / 28.12.2018
ქუთაისში, ჭახათას უბანში აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი არ მიენიჭოს – ამის შესახებ ქუთაისელი ექიმი, ვახტანგ სიხარულიძე საუბრობს, რომელმაც მღვიმე რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით აღმოაჩინა.
სრულად
22:08 / 09.01.2019
სხვა დროს ჩვეულებრივ ცარიელი და ბნელი დასახლება – ზღაპრულ სოფლად ბავშვებმა აქციეს. 
სრულად
17:09 / 10.01.2019

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
გამჭვირვალე თვითმმართველობა
დამალული ხელშეკრულება და ხარჯები - რეალურად რა დაუჯდა ბიუჯეტს სოციალური საცხოვრისი
ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში ფართების შესაძენად იმაზე გაცილებით დიდი თანხა დახარჯა, ვიდრე ეს საჯაროდ იყო ცნობილი.

ქუთაისიპოსტის ჟურნალისტური მოკვლევით ირკვევა, რომ მერიამ 1 კვ.მ ფართის შეძენაში ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ საბაზრო ფასზე თითქმის 2-ჯერ მეტი გადაიხადა, სხვაობა კი ჯამში 2 მილიონამდე  ლარს შეადგენს.

დამალული ხელშეკრულება და რეალური ხარჯები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მშენებელი კომპანია "სანოსთვის" მერიის მიერ გამოსყიდული ბინების  სანაცვლოდ გადახდილ თანხად თავიდანვე 2 500 000 ლარი დასახელდა,  თუმცა, არაფერი თქმულა კომპანიასთან 5 თვიან შუალედში გაფორმებულ მეორე  ხელშეკრულებაზე, რომელმაც პირველ ხელშეკრულებასთან ერთად ჯამში  4 372 000 ლარი შეადგინა.

როგორც ირკვევა, მერიამ კომპანიას 4 მილიონ ლარამდე უკვე გადაუხადა, 522 000 ლარს კი "სანო" ამ დრომდე ელოდება.

ქუთაისის მერიამ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების ასლები არ მოგვაწოდა, მიზეზად განმარტა, რომ დოკუმენტები ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ არის ამოღებული. თუმცა, ქუთაისიპოსტმა ორივე დოკუმენტი მოიპოვა, რომელშიც საუბარია როგორც სახელშეკრულებო თანხის რაოდენობაზე, ასევე, მისი გადახდის პირობებზე.

სოციალურ საცხოვრისში 47 გარემონტებული ბინის შესაძენად ქუთაისის მერიამ შპს "სანოსთან" პირველი ხელშეკრულება 2017 წლის 21 აპრილს გააფორმა, რომლითაც კომპანიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი გადაეცა. აქედან 1 000 000 ლარი კომპანიამ წინსწრებით მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა, გარემონტებული ოთახების ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადაფორმების შემდეგ.

მეორე ხელშეკრულება, რომლის შესახებაც არაფერი თქმულა, მერიამ 5 თვეში გააფორმა. 2017 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული ხელშეკრულებით მერიამ დამატებით  36  ბინა შეიძინა და  კომპანიისთვის კიდევ 1 872 000 ლარის გადახდის ვალდებულება აიღო.

ჯამში, ორივე ხელშეკრულებით მერიამ 83 ბინა შეისყიდა.

თანხის გადახდა აქაც ეტაპობრივად მოხდა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე "სანომ" ნახევარი მილიონი ლარი მიიღო, ოქტომბრის ბოლოს - 850 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა მერიას მიმდინარე წლის 1 მარტამდე უნდა დაეფარა, რასაც კომპანია ამ დრომდე ელოდება. ქუთაისის მერიაში ამბობდნენ, რომ ის ხარვეზები, რაც საცხოვრისში გამოვლინდა, კომპანიამ სწორედ ამ თანხის ფარგლებში უნდა გამოასწოროს. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არა საგარანტიო თანხა, არამედ, "სანოს" წინაშე არსებული ვალია.

გამოდის, რომ ბიუჯეტს სოციალური საცხოვრისის მოწყობა 4 მილიონ ლარამდე უკვე დაუჯდა.  მაშინ როდესაც, საცხოვრისის გახსნის დღიდან შენობაში სამჯერ ჩამოინგრა ჭერი, ბენეფიციარები კი საშიშ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ და ალტენატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ.



პირველი ხელშეკრულებით,  47 ბინის სანაცვლოდ "სანოს"  2 500 000 ლარი გადაეცა



მეორე ხელშეკრულებით "სანოს" 36 ბინისთვის 1 872 000 ლარი უნდა მიეღო

ქუთაისის მერია,  "სანოსთვის" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეუფერხებლად იხდიდა. ახალი მერისა და მისი გუნდის მოსვლის შემდეგ კი კომპანიას დარჩენილი თანხის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს. შენობაში ექსპერტიზა დანიშნეს და "სანოსთან" გაფორმებული დოკუმენტები საგამოძიებო უწყებებს გადაუგზავნეს.

შპს "სანოს" დირექტორი, ლევან ჭანტურიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებს და კუთვნილი თანხის ამოღებას სამართლებრივი გზით ცდილობს. კომპანიამ ქუთაისის მერიას სასამართლოში უკვე უჩივლა.

"თავიდან არაფერს ამბობდნენ, რატომ არ გვიხდიდნენ ამ თანხას, მერე სამხარაულის ესპერტიზა ჩაატარეს, რომელიც ჩემი აზრით 99% აბსურდია. დასაშვებია, ეს იმიტომ მოხდა, რომ არ აენაზღაურებიათ ეს თანხა. ამიტომ მივყვებით სამართლებრივად",- ამბობს ლევან ჭანტურიძე.

ქუთაისის მერიაში არ უარყოფენ, რომ ბიუჯეტს "სანოს" წინაშე ნახევარმილიონიანი დავალიანება აქვს და არც იმას მალავენ, რომ შენობაში ჩატარებული  ექსპერტიზა იმის წინაპირობა იყო, კომპანიას დარჩენილი თანხა ვეღარ მიეღო.

"ხელშეკრულების მიხედვით, "სანოს" ჩვენგან ეკუთვნის ეს თანხა, თუმცა, როგორც კი შენობაში წარმოიშვა პრობლემა, ჩვენ შევაჩერეთ გადახდა და ვუთხარით მათ, რომ ის არ შეეფერება საცხოვრებელ პირობებს. ამის შემდეგ მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომელიც ამბობს, რომ შენობა მთლიანად არის გადასაკეთებელი, რაშიც "სანო" არ დაგვეთანხმა და მიმართა სასამართლოს",-ამბობს ქუთაისის მერის მოადგილე, იუზა უგულავა.

მერის მოადგილე არ საუბრობს იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, მერიას უფრო ნაკლები გადაეხადა ფართების შეძენაში. იუზა უგულავა ამბობს, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხს სამხარულის ექსპერტიზის დასკვნა სცემს.

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა, დაახლოებით რა დაუჯდებოდა მერიას ბინების შეძენა, თუ 1 კვ.მ ფართში ექსპერტიზის მიერ დადგენილ ფასს გადაიხდიდა.

დასკვნის მიხედვით, ფაქტიური აზომვით დადგინდა, რომ "სანომ" ქუთაისის მერიას ჯამში 4288 კვ.მ ფართი გადასცა და არა 4658 როგორც ეს მიღება-ჩაბარების აქტშია მითითებული.   დასკვნაშივე მითითებულია, რომ 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება  540 ლარს შეადგენს. მარტივი დაანგარიშებით გამოდის, რომ ამ ფასის მიხედვით, მერიას 83 ბინის შეძენა 2 315 520 ლარი დაუჯდებოდა, რისთვისაც სავსებით საკმარისი იქნებოდა მერიის მიერ პირველად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

ჩვენ ისიც გამოვთვალეთ, სამხარულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაახლოებით რამდენი ლარით მეტი გადაიხადა მერიამ სინამდვილეში და რა თანხის დაზოგვა შეეძლო.

სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი ვიცე-მერი,  კოტე ქავთარაძე, რომელიც სამხარაულის დასკვნას ვრცელი წერილით გამოეხმაურა, წერს, რომ ფასი, რომელიც მერიამ 1 კვ.მ -ში გადაიხადა, შპს "გრანთ თორთონმა" დაადგინა და ეს  429 დოლარი იყო, თუმცა, მოლაპარაკების შედეგად "სანო" 1 კვ.მ-ის 1000 ლარად გაყიდვას დასთანხმდა. 

ჩვენ ეს ფასი ექსპერტიზის მიერ დათვლილ ფართზე (4288 კვ.მ)  გადავამრავლეთ, რამაც ჯამში 4 288 000 ლარი შეადგინა, ხოლო, თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ფართზე  (4658 კვ.მ) გადავამრავლებთ, მერიას უფრო მეტი გამოსდის დახარჯული და ეს ციფრი 4 658 000 ლარს აღწევს.

შესაბამისად,  გამოდის, რომ თუ მერია  1 კვ.მ ფართში  სამხარაულის ექსპერტიზის მიერ დადგენილ ფასს გადაიხდიდა, ბიუჯეტს საცხოვრისში ბინების შეძენა  2 315 520 ლარი დაუჯდებოდა, შპს "გრანთ თორთონის" მიერ დადგენილი ფასით კი ქალაქმა ორჯერ მეტი გადაიხადა. 

დაიხარჯა თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად ფული  ბინების შესაძენად, ამას ახლა საგამოძიებო უწყებები სწავლობენ. მერიასა და "სანოს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებები უკვე ამოიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ და დოკუმენტებს ექსპერტიზა უტარდება.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
ქუთაისის მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააჯარიმა.
11:38 / 20-01-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სტანდარტების დნმ-ლაბორატორია შეიქმნება.
14:22 / 19-01-2019
წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ააიპ ბაგა–ბაღების ოთხი მენეჯერი გაათავისუფლეს.
11:35 / 19-01-2019
დღეს, 19 იანვარს 11:00 საათზე პრესკლუბ "მედიარუმში" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
08:52 / 19-01-2019
მსგავსი სიახლეები






2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული
სამუშაოები.
2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული სამუშაოები.
13:20 / 29.12.2018






არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22
სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება
არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება
17:33 / 28.12.2018






არასამთავრობო ორგანიზაცია
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ქუთაისის მერიისა და საკრებულოს იმ თანამდებობის პირების შესახებ გამოქვეყნა ინფორმაცია,
16:19 / 12.07.2018






ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, მას შემდეგ რაც უფლებამოსილების
განხორციელებას შეუდგა, მე-6 მოწვევის საკრებულოს მიერ ჩატარებული 10
სხდომიდან 8-ს არ დასწრებია.
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, მას შემდეგ რაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, მე-6 მოწვევის საკრებულოს მიერ ჩატარებული 10 სხდომიდან 8-ს არ დასწრებია.
14:30 / 14.06.2018






ქუთაისიპოსტი  აგრძელებს ქუთაისის საკრებულოს
დეპუტატების ბიზნეს საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების
შესწავლას.
ქუთაისიპოსტი  აგრძელებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების ბიზნეს საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას.
23:19 / 09.06.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.