გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის მერის 7 მივლინება ერთ წელიწადში – ჩემთვის დაღლის მეტი არაფერია
FaceBook
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ 2014 წელს სხვადასხვა ქვეყნებში სულ 7 სამივლინებო ვიზიტი განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 518,59 ლარი დაიხარჯა.

მურღულიამ პირველი სამუშაო ვიზიტი 2014 წლის იანვარში, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში განახორციელა. ვიზიტის მიზანი ეკონომიკური ფონის გაცნობა და არსებული გამოცდილების გაზიარება იყო. აღნიშნული ვიზიტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 945 ლარი და 39 თეთრი გამოიყო.
მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქის მერმა სამუშაო ვიზიტები მასპინძელი ქვეყნის მიწვევით განახორციელა.
"დარწმუნებული ვართ, თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ქალაქი აყვავდება. აშკელონში ჩვენ გვყავს დიდი საზოგადოება საქართველოდან ჩამოსული ხალხის და მოხარულნი ვართ მოგიწვიოთ თქვენს გუბერნატორთან, ზაზა მეფარიშვილთან ერთად", – ნათქვამია ისრაელის ქალაქ აშკელონის ვიცე-მერის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან მურღულიას გამოუგზავნა. ქალაქის მერი, მხარის გუბერნატორთან ერთად ისრაელში 2014 წლის სექტემბერში იმყოფებოდა.
ხუთდღიანი ვიზიტით განსაზღვრული რეგლამენტის თანახმად, აშკელონში მხარეებს შორის შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, კულტურულ-ეკონომიკური თანამშრომლობის პერპსეტქივები უნდა განეხილათ.
ქუთაისის მერის შეფასებით, მის მიერ განხორცილებული სამუშაო ვიზიტები წარმატებულია.
"არ იფიქროთ ის, რომ ქვეყნების სანახავად დავდივარ. ჩემთვის დაღლის მეტი არაფერია სხვა ქვეყანაში წასვლა, მაგრამ ყველას ფიანდაზად ვეგებით, რომ რაიმე სახის ინვესტიცია განახორციელონ. არის კონკრეტული შეთავაზებები და ვნახოთ რა იქნება. სწორედ უცხოელები აკეთებენ ქალაქში კანალიზაციის სისტემას", – განმარტავს ქუთაისის მერი.

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:27 / 27.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
16:08 / 26.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.