რკინის დიზაინი - ქუთაისური საწარმოს 8 წლიანი ისტორია
FaceBook
ქუთაისიპოსტი იწყებს აგრძელებს რუბრიკას - "დამზადებულია ქუთაისში". რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის თანამედროვე საწარმოებს.
ათწლეულების მანძილზე ქუთაისი ინდუსტრიულ ქალაქად ითვლებოდა. საბჭოთა პერიოდში ქალაქში საკავშირო მნიშვნელობის 20-მდე მსხვილი ქარხანა და ფაბრიკა მოქმედებდა, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აღარ არსებობს, გაჩნდნენ ახალი საწარმოები.

ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ბრენდია, თუმცა საზოგადოებამ შესაძლოა არ იცოდეს, რომ მათი პროდუქცია ქუთაისში მზადდება.

მორიგი საწარმო, რომელსაც ქუთაისიპოსტი რუბრიკა "დამზადებულია ქუთაისში" ფარგლებში გაგაცნობთ რკინის საწარმო "ჯთ დიზაინ მეტალს".

***
ქუთაისში რკინის დამამუშავებელი კომპანია "ჯთ დიზაინ მეტალი" 2009 წელს დაარსდა. ის ქართულ-თურქული საწარმოა და მისი სახელწოდებაც აქედან მოდის. კომპანიის 34%-ს თურქული მხარე ფლობს, დარჩენილი წილი კი ქართველი მესაკუთრეებისაა.

საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაჟდენ შალამბერიძე გვიყვება, რომ საბჭოთა პერიოდში ქუთაისში არსებული "ელექტომექანიკური ქარხნის" დაშლის და იქ მიღებული 13 წლიანი გამოცდილების შემდეგ, დამოუკიდებელი საწარმოს დაფუძნების იდეა, მეგობართან ერთად, გაუჩნდა.

უკვე 8 წელია "ჯთ დიზაინ მეტალი" ქართულ ბაზარზეა და ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საწამომ არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელება და ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისება შეძლო. მათ შორის, ერთ-ერთი ფოთის საკათედრო ტაძარია, სადაც მთავარი ჭიშკარი, სწორედ ქუთაისურ კომპანიაში დაამზადეს.

"ჯთ დიზაინ მეტალშია" შექმნილი ხიდები მესტიასა და ცაგერში, ქუთაისში კინო "საქართველოს" კოშკები, ვალეს ცენტრალური სკვერი და საბავშვო ატრაქციონები.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები, დროული და ხარისხიანი მომსახურება და მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაა," - ამბობს რაჟდენ შლამბერიძე.



კომპანია ძირითადად ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვეთებზე მუშაობს. თუმცა, საწარმოს დამფუძნებელი განმარტავს, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, გასულ წლებთან შედარებით, დაკვეთებმა იკლო.

რაჟდენ შალამბერიძე ამბობს, რომ ფიზიკური პირები ინდივიდუალური დიზაინის პროდუქციის შემქნას უკვეთავენ, ხოლო მასშტაბურ პროეტებზე საწარმოს დიზაინერთა ჯგუფი მუშაობს. ფასებიც, სწორედ სამუშაოს მოცულობაზეა დამოკიდებული.



ძირითადი ნედლეული, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და სისქის რკინა, კომპანიას მეზობელი ქვეყნიდან შემოაქვს. ადგილზე კი მისი დამუშავება ხდება.
ლითონის მხატვრული დამუშავების პროცესი თავიდან ბოლომდე მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე ხდება. იმისთვის, რომ მეტალმა სასურველი ფორმა მიიღოს, რამდენიმე ეტაპია გასავლელი. პირველად რკინა ინდუქციურ გამაცხელებელში 200 გრადუსამდე ცხელდება ან, საჭიროების შემთხვევაში, 800 გრადუსამდე ლღვება. შემდეგ კი, სპეციალურ დანადგარში, ცხელ მდგომარეობაში მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეიძლება. დეტალის ჩახვევისა და მომრგვალებისთვის აუცილებელია რკინა ცივ მდგომარეობაში იყოს. დამუშავებული დეტალები, საბოლოო პროდუქციის მისაღებად, სხვადასხვა საამქროებში გადააქვთ. სულ ბოლო ეტაპი კი მზა ნაწარმის ეკოლოგიურად სუფთა საღებავით შეღებვაა.



საწამოში ამ დროისთვის 35 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში ახალგაზრდა კადრების სიმცირეს უჩივიან. რაჟდენ შალამბერიძე ამბობს, რომ გასულ წელს ქუთაისის პროფესიული კოლეჯიდან 12 მოსწავლე მიიღეს. თუმცა, აქედან საწარმოში მხოლოდ ერთი დასაქმდა.

"ჯთ დიზაინ მეტალში" გაფართოებას არ გეგმავენ. თუმცა, ინოვაციური იდეების განხორციელებას აპირებენ.

"გვსურს, რომ ჩინური წარმოების კარებები, რომელიც მწყობრიდან ძალიან სწრაფად გამოდის, ადგილზე წარმოებული პროდუქციით ჩავანაცვლოთ. ამისთვის აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ ეს სიახლე ახალ მშენებლობებში დაინერგოს," - განმარტავს რაჟდენ შალამბერიძე.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში, 1 001 522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც შპს „ბიგ
სერვისმა“ სახელმწიფოსგან, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა,
11:02 / 17.06.2019

ქუთაისში, 1 001 522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც შპს „ბიგ სერვისმა“ სახელმწიფოსგან, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა,

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო
მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის
ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
10:21 / 06.05.2019
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
18 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეტარი  50-ე თეატრალურ სეზონს დახურავს.
ქუთაისში ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა  #60-ში მცხოვრები ეფრემიძეები დახმარებას ითხოვენ.
"ტორპედო" -"ორდაბასის" მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ქუთაისის მერიამ უფასო ავტობუსები გამოიყო.
სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ  მარკოიძეს,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 000 ლარიანი  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გამაგრილებელი სასმელების მაცივარი გატეხეს.
"ტორპედოს" შენი მხარდაჭერა ისე სჭირდება, როგორც არასდროს“ - ამ სლოგანით კლუბი გულშემატკივრებს 18 ივლისს, ევროპა ლიგის მატჩზე  დასწრებისკენ მოუწოდებს.
კაფე ,,სავანეს’’ მეპატრონეები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში  გააპროტესტებენ.
ქუთაისის მერია პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეს, გოგი წულაიას ბრიფინგს პასუხობს.