ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
შენობის რეკოსნტრუქციისთვის გამოცხადებული ტენდერი 217 364 ლარის ღირებულებისაა.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.

სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოცხადდა, 217 364 ლარის ღირებულებისაა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების ფართს და საწყობს დაეთმობა, მეორე სართულზე ეთნოგრაფული კუთხე, ბარგის შესანახი და ვირტუალური გიდის ოთახები განლაგდება.

შენობის მესამე სართული საინფორმაციო ცენტრის გარდა სუვენირების მაღაზიას, საბანკო მომსახურების პუნქტს, კერძო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და ადმინისტრაციას დაეთმობა.

მეოთხე სართული კი საკონფერენციო დარბაზსა და საგამოფენო სივრცეს დაეთმობა.

ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების შემსრულებელმა რუსთაველის #9–ში მდებარე ყოფილი ლუდსახარში "მირზაანის" შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 4 თვეში უზრუნველყოს.

2011 წელს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში, რუსთაველის მოედანზე აშენდა. შენობა ფერადი მინის კონსტრუქციას წარმოადგენდა. თუმცა, მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, შენობის სახურავიდან წყალი ჩამოვიდა. ის მას შემდეგ დაიკეტა, რაც ერთმანეთის მიყოლებით, სამივე შესასვლელი კარი ჩამოვარდა.

ქუთაისის მერიაში განმარატვდნენ, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფერადი მინის შენობამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, რის შემდეგაც მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გადაინაცვლა.

რუსთაველის მოედანზე ფერადი კონსტრუქციის ობიექტის დემონტაჟი გასულ თვეში განხორციელდა. ადგილობრივი მთავრობა ამ ადგილზე ენერგოეფექტური სკვერის მოწყობას გეგმავს.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებას, "მირზაანის" ყოფილ შენობაში, რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ გააგრძელებს.
ობიექტი ქუთაისის მერიამ გასულ წელს შეიძინა.

როგორი იქნება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინტერიერი ნახეთ ქუთაისიპოსტზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.