ქუთაისში ორი ახალი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა – სად და ვინ ააშენებს ახალ ობიექტებს?
FaceBook

2015 წელს ქუთაისში ორი ახალი სასტუმრო აშენდება. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ქალაქის მერმა ქუთაისიპოსტთან საუბრისას განაცხადა. მურღულიას განცხადებით, ორივე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.

ქუთაისის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი სასტუმროები ნიკეასა და გრიშაშვილის ქუჩებზე აშენდება.
ნიკეას ქუჩაზე, რესტორან "ძველი იმერეთის" მიმდებარედ სასტუმროს შპს "ზიმ სითი" აშენებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია 2013 წელსაა დარეგისტრირებული. "ზიმ სითის" პარტნიორები რესტორან "ძველი იმერეთის" მფლობელები არიან.
რაც შეეხება მეორე სასტუმროს, ის გრიშაშვილის ქუჩაზე, ყოფილი დიეტური სასადილოს ადგილზე აშენდება, რომელსაც თბილისური კომპანია შპს "ნიუ თბილისი" ააშენებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, "ნიუ თბილისი" 2013 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი დანიელ მერეკლიშვილია.
მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ "ნიუ თბილისმა" პროექტირების პირველი სტადია უკვე გაიარა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტს მერიაში უახლოეს დღეებში წარადგენს. თუმცა, თვითმმართველობის პირობის თანახმად, კომპანიამ სამუშაოები მოკლე დროში უნდა დაასრულოს.
ქუთაისის მერის ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმროების გარდა, შესაძლოა სასტუმროები სხვა ადგილებზეც აშენდეს. როგორც მურღულიამ განაცხადა, მერია ებრაულ კომპანია "შიტრიტ ჯგუფთან", მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "შიტრიტ ჯგუფმა" ქუთაისში სასტუმროების ქსელის მშენებლობისთვის სხვადასხვა ტერიტორიაზე 13 ობიექტი 3 143 000 ლარად შეიძინა. კომპანიას აღნიშნული ობიექტებიდან სამ მათგანზე სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 1 იანვრისთვის უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მითითებულ ვადებში "შიტრიტ ჯგუფმა" ქუთაისში მხოლოდ სასტუმრო "Eმპირე" დაასრულა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კომპანიამ მშენებლობები სხვა ობიექტებზე შეაჩერა.
"შიტრიტ ჯგუფთან" მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, რომ ის ჯგუფი ისევ შემობრუნდება ქუთაისში" – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერის განცხადებით, ებრაული კომპანიის წაარმომადგენლები ქალაქში უახლოეს პერიოდში ჩამოვლენ. კომპანია "შიტრიტ ჯგუფი" ამერიკელი ბიზნესმენის, შიმონ შიტრიტის საკუთრებაა. შიმონ შიტრიტი ამავე დროს ქუთაისი საპატიო მოქალაქეცაა.
დეა მანაგაძე

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.