ვიდეო
უსახლკარო ცხოვრების დროებითი დასასრული და უარით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები მანანა ბუცხრიკიძე ერთ-ერთია, ვინც მერიის მიერ გამოქვეყნებულ სოციალურ საცხოვრისში შესახლებას დაქვემდებარებულთა სიაში ვერ მოხვდა.

ის ამბობს, რომ სოციალურ საცხოვრისში ბინით დაკმაყოფილებისთვის ქალაქის მერთან შეხვედრა სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს, ამიტომ, ამავე მოთხოვნით ცენტრალური ხელისუფლებისთვის მიმართვას აპირებს.

მანანა ბუცხრიკისგან განსხვავებით, ახალსახლობისთვის ემზადება ამავე შენობაში შესახლებული ნანა ბუცხრიკიძის ოთხსულიანი ოჯახიც. მათ მერიამ უმაღლესი, 60 ქულა მიანიჭა და თავშესაფრით დააკმაყოფილა.



ქუთაისის სოციალური საცხოვრისი თავდაპირველად 50-მდე ბენეფიციარზე იყო გათვლილი. თუმცა, ქალაქის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის  განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა შენობაში არსებული თავისუფალი ფართის, დაახლოებით 1870 კვ.მ-ის გამოსყიდვას გეგმავს. ასეთ შემთხვევაში 80-ზე მეტი უსახლკაროს ბინით დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. დამატებითი ფართის შესაძენად კი მერიამ 1 800 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:14 / 18.07.2024

"წინა ხელისუფლების დროს ჟურნალისტები აქციებს ვმართავდით რადგან პროფესიულ საქმიანობაში გვიშლიდა ხელს ხელისუფლება. და როდის ამოქმედებს და უჭერს ხელისუფლება მარწუხებს, მაშინ როდესაც უჭირს, შემნიძლია პარალელები გავავლო 2012 და 2024 წლებს შორის. ფაქტობრივად იგივე მდგომარეობაა ახლა, თუმცა დღეს უფრო მძიმე პირობებში ვართ", - მიაჩნია ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს.
რუსული კანონის მიღების შემდეგ, შესაძლოა, ევროპიდან ფულად
გზავნილებსაც შეექმნას პრობლემა - შიშობს ქუთაისში მცხოვრები თამარ
კიტოვანი, რომლის ოჯახის წევრიც ემიგრაციაშია.
17:00 / 16.07.2024
რუსული კანონის მიღების შემდეგ, შესაძლოა, ევროპიდან ფულად გზავნილებსაც შეექმნას პრობლემა - შიშობს ქუთაისში მცხოვრები თამარ კიტოვანი, რომლის ოჯახის წევრიც ემიგრაციაშია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.