ვიდეო
ქუთაისში 7 ჰექტარზე 3 მოედნის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას დასახლების ბოლოში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რაგბისა და ფეხბურთის მოედნებს აშენებს.
ადგილზე მიწის მოსამზადებელი სამუშაოები ორი კვირის წინ დაიწყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "მილენიუმ სპორტის" კონტრაქტორი შპს "საბა კონსტრაქშენი" ახორციელებს, რომელმაც 7 ჰექტარ მიწის ფართობზე ორი რაგბის და ერთი ფეხბურთის მოედანი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა მოაწყოს.



სამუშაოების მწარმოებლების თქმით, პრობლემას, იმ ტერიტორიაზე, სადაც მოედნები უნდა მოეწყოს, მათთვის გაურკვეველ ვითარებაში დაყრილი სამშენებლო ნარჩენები ქმნის, რომელიც მათ ადგილზე დახვდათ.

კომპანიისთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორც ნარჩენების ადგილზე მიმტანის ვინაობა, ასევე, ისიც თუ ვინ უნდა დაასუფთაოს აღნიშნული ტერიტორია.

ეს იმ ტერიტორიის ნაწილია, სადაც ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები ბოლო ერთი წელია სატვირთო ავტომობილებით სამშენებლო ნარჩენების დაყრას აპროტესტებენ, ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ კანონდამრღვევის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მას შემდეგ, რაც ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან გასუფავდება, სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა.

პროექტის მიხედვით ფეხბურთის მოედანი ხელოვნურსაფარიანი იქნება, ხოლო რაგბის მოედნები ბუნებრივსაფარიანი.

ევროპული სტილის, მარტივი ტიპის მოედნებს ექნება ორი-ორი ტრიბუნა, გასახდელი და საშხაპე.

ქუთაისში რაგბისა და ფეხბურთის მოედნების მშენებლობა რაგბის მსოფლო ჩემპიონატისთვის იგეგმებოდა, თუმცა, უწყებამ ტენდერში გამარჯვებულ სლოვაკურ კომპანია "Autokomodex Trnava"-სთან ხელშეკრულება გაწყვიტა, რის გამოც, მოედნების მშენებლობა ჩემპიონატისთვის ვერ მოესწრო.

ამის შემდეგ, სამინისტრომ ტენდერი განმეორებით გამოაცხდა, თუმცა, შემცირებული თანხით და დაპირებული მოედნების განახევრებული რაოდენობით.

სპორტისა და ახალაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, აკაკი ლოდიას თქმით, ამის მიუხედავად დაპირებული 20 მოედანი თბილისსა და ქუთაისში მაინც აშენდება.



10 777 777 ლარიან ტენდერში გამარჯვებულ უკრაინულ კომპანია "მილენიუმ სპორტს",   თბილისსა და ქუთაისში ჯამში მხოლოდ 10 მოედნის მოწყობის ვალდებულება აქვს აღებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
კონკურსი
17:44 / 25.11.2023
კონკურსი "დახატე თავისუფლება" ქუთაისიპოსტმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის განახორციელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.