ვიდეო
"ყველას ვეხვეწები კარტოფილი იყიდეთთქვა"- "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე სადისკუსიო შეხვედრებს. რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს 2-2 წუთი თავიანთი პრობლემებისა და მათთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად მიეცემა.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე განთავსდება, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც ვიდეოჩანაწერების ჩვენება მოხდება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.

რუბრიკის მორიგი სტუმარია  ქუთაისის  ე.წ. "მწვანე ბაზარში" დასაქმებული ქალბატონი.

მისი თქმით, ქალაქში  გარევაჭრობის მასშტაბების ზრდის პარალელურად,  ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მუშაობა ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, რადგან  გარემოვაჭრეები პროდუქტებს უფრო დაბალ ფასში ყიდიან და მყიდველიც  მათ შეძენას გარეთ არჩევს.

რუბრიკის სტუმრის თქმით, ბაზარში მუშაობით შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ხშირად ყოველდღიური ჩეკის ფულსაც ვერ იხდის.

Print