19 ივნისი მამის საერთაშორისო დღეა. დღესასწაული, მსოფლიოს
მრავალ ქვეყანაში
აღინიშნება. მათ შორის საქართველოშიც.
ქუთაისიპოსტი შეეცადა გაერკვია რამდენად არიან ჩართული
მამები შვილების აღზრდაში.
საქართველოში პირველად მამების დღე 2016 წელს
აღნიშნეს, რომლის ინიციატივა გაეროს მოსახლეობის
ფონდის (UNFPA) ქართულ ოფისსა და ორგანიზაცია
We Care -ს ეკუთვნის.
მამების დღესთან დაკავშირებით 19 ივნისს, 19 საათზე, მზიურის
სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომლის ფარგლებში შედგება ჯგუფი "არას"
ახალი სიმღერის "მამის იავნანა" პრემიერა. ეს სიმღერა საგანგებოდ ამ
დღისთვის შეიქმნა და "ბასტი-ბუბუს" სტუდიის მოსწავლეებთან ერთად
შესრულდება.
კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია
იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული
თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის.
მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ
ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის
მნიშვნელობას.
პირველად ეს თარიღი აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის
პატარა ქალაქ სპოკანში აღნიშნეს. მისი ინციატორი სონორა სმარტ დოდი
იყო არკანზასის შტატიდან, რომელიც სპოკანში ახალგაზრდა კაცთა
ქრისტიანული ასოციაციის შეკრებაზე, მამის — უილიამ სმარტის
პატივსაცემად გამოცხადდა. უილიამ სმარტს მეუღლე მეექვსე ბავშვის
გაჩენის შემდეგ გარდაეცვალა და ექვსი შვილი მარტომ გაზარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები