ვიდეო
"უნდა იმოქმედონ რომ გარევაჭრობა მოსპონ" - "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე სადისკუსიო შეხვედრებს.

რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს მიეცემა 2-2 წუთი გააჟღერონ თავიანთი პრობლემები და მათთვის საინტერესო საკითხები.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით განთავსდება ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც მოხდება ვიდეო ჩანაწერების ჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.


რუბრიკის მორიგი სტუმარია ქუთაისში მცხოვრები, გრიგოლ ნემსიწვერიძე. ის ფალიაშვილი ქუჩაზე არსებულ ე.წ "მწვანე ბაზრის" მოვაჭრეა. ამ სფეროში წლებია მუშაობს. გრიგოლ ნემსიწვერიძე აღნიშნავს, რომ გარემოვაჭრეებთან ისინი არაჯანსაღ კონკურენციაში იმყოფებიან, რადგან მათ ვაჭრობის გადასახადის გადახდა უწევთ. მისივე თქმით, ამის გამო მათ მცირე შემოსავალი, ხანდახან კი თითქმის არაფერი რჩებათ. 

Print