ვიდეო
ცხოვრება 100 ლარით - "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი"  აგრძელებს  რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე სადისკუსიო შეხვედრებს.
რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს მიეცემა 2-2 წუთი გააჟღერონ თავიანთი პრობლემები და მათთვის საინტერესო საკითხები.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით განთავსდება ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც მოხდება ვიდეო ჩანაწერების ჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.

***

რუბრიკის შემდეგი სტუმარია ქუთაისში მცხოვრები მადონა დავითულიანი, რომელიც  უკვე ხუთი წელია სოციალური დახმარების გარეშე ცხოვრობს.

მისი თქმით, წლების წინ დახმარება მხოლოდ იმიტომ მოუხსნეს,  რომ მისმა შვილმა საზღვარი გადაკვეთა.

მადონა დავითულიანს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და  ყოველდღიურად ძვირადღირებულ მედიკამენტებს საჭიროებს, რომელთა შეძენასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს.

მისი ერთადერთი შემოსავალი, პირველი ჯგუფის ინვალიდობის  100 ლარია. ასაკობრივი პენსია კი ჯერჯერობით არ ეკუთვნის.

როგორ ცხოვრობს მადონა დავითულიანი  მედიკამენტებისა და სოციალური დახმარების გარეშე, ნახეთ ვიდეო: 

Print