ვიდეო
მარტოხელა დედის სტატუსი შეღავათების გარეშე (ვიდეო)
FaceBook
საქართველოში, სერვისების განვითარების სააგენტომ, 2015 წლიდან ამ დრომდე მარტოხელა მშობლის სტატუსი 1 259 პირს მიანიჭა. მათ შორისაა 20 წლის ქუთაისელი გოგონა, რომელიც სამი თვის ჩვილს მარტო ზრდის.
მისი ერთადერთი შემოსავალი დედის 180 ლარიანი პენსიაა, რომელიც ბავშის გამოსაკვებად არ ჰყოფნის.

პატარა ყველაზე დაბალფასიანი ხელოვნური საკვებით იზრდება. მის შესაძენად თანხას ოჯახს მეზობლები და მეგობრები უგროვებენ.

ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:



როგორც გაირკვა, ამ დროისთვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში რაიმე სახის ფინანსური დახმარების გაწევა გათვალისწინებული არაა.

საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ მის მიღებას მატერიალურის გარდა, სოციალური და სამართლებრივი მხარე აქვს და ამ კუთხით საკანონდებლო ხარვეზები მოსაწესრიგებელია.

"მისი შინაარსის სწორად გაგება მშობლებს გაუადვილებს სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლას. დღეისათვის სტატუსი მხოლოდ ფორმალური საფუძვლით გაიცემა, ანუ თუ დაბადების მოწმობაში არის ჩანაწერი მოხლოდ ერთი მშობლის შესახებ. გარდა ამისა, მშობლის ქორწინებაში შესვლა არ უნდა იყოს სტატუსის გაუქმების საფუძველი. სამართლებრივი მხარე უნდა დარეგულირდეს და თუ შემდეგ, თვითმმართველობები გადაწყვეტენ რაიმე თანხის გამოყოფას, შეუძლიათ სამართლებრივად სწორად დარეგულირებული სტატუსის პირობებში გასცენ ის," - განმარტავს ომბუდსმენის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანი ილურიძე.

კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორებაზე სახალხო დამცველის აპარატთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც პარლამენტის, სამინისტროებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული. გენდერული თანასწორობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ, იურიდიული კომიტეტი საკანონდმდებლო ცვლილებს პარლამენტს წარუდგენს.

მარტოხელა მშობლის სტატუსს მსურველ პირს სერვისების განვითარების სააგენტო ანიჭებს. ომბუდსმენის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანი ილურიძე ამბობს, რომ ამ სტატუსის მქონე პირთა რიცხვი 1 259-ს ბევრად აჭარბებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
კონკურსი
17:44 / 25.11.2023
კონკურსი "დახატე თავისუფლება" ქუთაისიპოსტმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის განახორციელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.