ვიდეო
ქუჩაში გაშვებული ძაღლები მეპატრონის მოლოდინში (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში, ძაღლთა მუნიციპალური თავშესაფარი იხსენება, რომელიც ერთდროულად უმეთვალყურეოდ დარჩენილ 300 ცხოველზე იქნება გათვლილი.

ქალაქში 2000 - მდე ე.წ. მაწანწალა ძაღლია აღრიცხული. მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაცია "ააიპ სპეციალურ სერვისებში" განმარატვენ, რომ 1600- მდე ძაღლი უკვე აცრილია.

ამ ფონზე ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ქუთაისში მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემო არ არსებობს და გადაადგილება საშიშია.

ააიპ "სპეციალურ სერვისებში"  განმარტავენ, რომ ქუჩებში ე.წ. მაწანწალა ძაღლები იმ შემთვევაში შესაძლოა შემცირდეს,  თუკი სტერილიზაცია-კასტრაციასთან ერთად, მათი გაშვილება მოხდება.

"ჩვენ არც კი ვიცით იმ თვაშესაფრიდან შესაძლებელია თუ არა ძაღლის აყვანა. ამის გარდა, თუკი ისეთი ძაღლი იქნება როგორიც ქუჩაში დადის გაძვალტყავებული, რასაკვირევლია, არ ავიყანთ“,  -  განმარტვენ ადგილობრივები.

ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:




ქუთაისში, უმეთვალყურეოდ დატოვებულ ძაღლებზე ზედამხედველობას, 2015 წლიდან "ააიპ სპეციალური სერვისები ახორციელებს“. ორგანიზაციამ 2016 წლიდან ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ თავშესაფრის მოწყობისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარი დაიხარჯა.

ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ ძაღლთათავშესაფარში მიყვანილ ძაღლებს კასტრაციას, სტერილიზაციას და ცოფზე ვაქცინაციას უტარებენ. შემდეგ, დაახლოებით, 20 დღის განმავლობაში აკვირდებიან და ისევ ქუჩაში აბრუნებენ.  
ამ პროცედურებს, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ორი ვეტერინარი აკეთებს. თუმცა, "სპეციალურ სერვისებში" აღნიშანვენ, რომ  სამედიცინო პროცედურებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტებიც ატარებენ. 

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ერთი ძაღლის შენახვა დღეში 6 ლარი უჯდებათ. რის გამოც, „სპეციალური სერვისების“ დირექტორი გელა გაგუა ამბობს, რომ იძულებული არიან ისევ ქუჩაში გაუშვან.


ძაღლებისთვის თავშესაფრების მოწყობასა და შესაბამისი პირობების არსებობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ცხოველთა უფლებადამცველი თემურ ლაჭყეპიანი. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებს უმეთვალყურეოდ დატოვებულ ცხოველებისთვის სათანადო პირობების შექმნას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოში "მსოფლიო ცხოველთა ჯანდაცვის ორგანიზაციის" დირექტივები უნდა იქნას გათვალისწინებული.

"მსოფლიო ცხოველთა ჯანდაცვის ორგანიზაციის" წესდების მიხედვით, ცხოველთა თავშესაფრებში პროფესიონალი ზოოლოგები უნდა მუშაობდნენ.
ასევე, ზოოლოგების, ვეტერინარებისა და ცხოველთა უფლებების დამცველთა რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა ხდებოდეს.

"ცხოველს სქესის მიხედვით უნდა ჩაუტარდეს სტერილიზაცია და კასტრაცია, ხოლო ყოველ ერთ წელიწადში ყველა ძაღლს უნდა გაუკეთდეს ცოფის ვაქცინა.
ზემოთ ნახსენები პროცედურების ჩატარების შემდეგ უმეთვალყურეოდ დატოვებული ცხოველები აყვანის ადგილზე უნდა ბრუნდებოდეს.
ასევე, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს ძაღლთა თავშესაფარი", - განმარატვს ცხოველთა უფლებადამცველი, თემურ ლაჭყეპიანი.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცხოველთა დაცვის საკითხებზე მუშაობენ, საქართველოში უმეთვალყურეოდ დატოვებული ცხოველებისთვის სათანადო პირობების არარსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ცხოველთა დაცვის ფონდ "არგუსში" ევროპული ქვეყნების პრაქტიკაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ საქართველოში შინაური ცხოველების მუდმივი აღწერა და მათთვის მეპატრონის პოვნა არ ხორციელდება.

"უნდა არსებობდეს ძაღლთა ერთიანი ბაზა, როდის აიყვანეს, საიდან წამოიყვანეს, აუცრეს, სტერილიზაცია და კასტრაცია გაუკეთეს. უნდა ხდებოდეს მათი იგივე ადგილზე დაბრულება და არა გარეუბანში გაყვანა. თუ ძაღლს გარეუბანში გაუშვებენ ამით პრობლემა ვერასდროს მოგვარდება", - ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი და ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის, "არგუსის" წარმომადგენელი, რუსუდან ხუნწარია.

"ააიპ სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი, გელა გაგუა ირწმუნება, რომ მათ მიერ განხორციელებული სამუშაოები შედეგს, დაახლოებით სამ წელიწადში მოიტანს. რაც, მისი თქმით, ქუჩებში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების რაოდენობას შემაცირებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.