ვიდეო
"დაკარგული" პროტესტის ხმა (ვიდეო)
FaceBook
ადგილობრივთა მწვავე პროტესტის მიუხედავად, ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსი" მაინც აშენდება – განმარტავენ თვითმმართველობისა და კომპანიის წარმომადგენლები.

მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ შენობის იერსახის კორექტირება მოხდება, თუმცა,  მშენებლობის ადგილი არ შეიცვლება.

კომპანია "თ და კ რესტორნებმა" ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.

ადგილიდან მოხსნილია ქალაქის ისტორიული საათი.

ქუთაისელთა ნაწლი მიიჩნევს, რომ რესტორანი ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს და უმჯობესი იქნება თუ მის ნაცვლად ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი აშენდება.

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია კი აცხადებს, რომ ქალაქში სოციალური ფონის გაუმჯობესების ერთადერთი გზა ინვესტიციაა და მოქალაქეები ინვესტორებს მოწიწებით უნდა მოეპყრან.  

ქუთაისელების "დაკარგული" პროტესტის ხმა, ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:



Print