ახალი ამბები
ქუთაისში "მაკდონალდსის" ნაცვლად ეთნოგრაფიული მუზეუმის აშენებას ითხოვენ
FaceBook
"მაკდონალდსის" ნაცვლად, ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობის მოთხოვნით, ქუთაისში აქცია გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფი "ქუთაისის მომავლისთვის" გახლდათ.

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი და პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია განმარტავს, რომ თანამედროვე ეთნოგრაფიული მუზეუმი ტურისტებისთვის ქუთაისის სავიზიტო ბარათი გახდება.

"იქ არის ხატები შენახული სარდაფში, ეკლესია ითხოვს და სახელმწიფო არ რთავს ნებას ეკლესიას. ამ ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეიძლება სამლოცველო გაკეთდეს, სადაც ამ ხატებს გამოფენა ეღირსებათ", – აცხადებს საინიცატივო ჯგუფის წევრი, გოგი წულაია.

ქუთაისში "მაკდონალდსის" ახალი ობიექტის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა, სადაც
ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს პროექტზე ნებართვა არ გასცეს.

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია "მაკდონალდსის" წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილის პროტესტს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ქალაქში სოციალური ფონის გაუმჯობესების ერთადერთი გზა ინვესტიციაა.

ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობის პროექტზე ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არ არის, თუმცა, ადგილზე ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გარდა "მაკდონალდსისა" უკვე ცნობილია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო და ეკლესია აშენდება.



Print