ვიდეო
ქუთაისელები "მაკდონალდსის" მშენებლობაზე - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook

"ქალაქის იერსახე არ უნდა დაიკარგოს", "მარტო ჭავჭავაძეზე არის და აქაც უნდა იყოს", "ეკლესია უფრო ჯობია".



ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი შენდება. მშენებლობისთვის ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

რას ფიქრობენ ადგილობრივები ამ საკითზე "ქუთაისიპოსტმა" გამოკითხვა ჩაატარა.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 30–დან 20 ადამიანი ქალაქის ცენტში "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის მშენებლობას დადებითად აფასებს. მათი აზრით, მსგავსი ობიექტები ქუთაისის განვითარებას ხელს შეუწყობს.

8 გამოკითხულს რესტორნის აშენების იდეა არ მოსწონს. ისინი ამ ადგილზე "მაკდონალდსის" ნაცვლად ეკლესიის ან კულტურული ღირშესანიშნაობის აგებას ემხრობიან.

2 გამოკითხულისთვის კი, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი აშენდება თუ არა, მნიშვენელობა არ აქვს.
ნახეთ ქუთაისიპოსტის გამოკითხვა:

 



ამავე თემაზე
:

როგორი იქნება ქუთაისში "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი (ფოტო)

ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო ე.წ. ქუჩის საათს ადგილს შეუცვლიან


ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)
Print