ვიდეო
ინკლუზიური განათლება შეზღუდული შესაძლებლობებით და ახალი გამოწვევებით (გადაცემა)
FaceBook
ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს. გადაცემის თემაა ინკლუზიური განათლება, არსებული გამოწვევები და პრობლემები.

ბოლო წლების მანძილზე განათლების სამინისტრომ დაიწყო ინკლუზიური განათლების განხორციელება, წარმატებებიც მიღწეულია, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება, როგორიც არის სპეციალისტთა ნაკლებობა, კვალიფიკაცია და საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება, რასაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა გარიყულობამდე და ბულინგთან მივყავართ.

ინკლუზიური განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გასულ კვირას თავად განათლების მინისტრმაც ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ სამინისტრო შეეცდება რამდენიმე წელიწადში ინკლუზიური განათლება მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს ყველა მიმართულებით.

რა მდგომარეობაა დღეს? რამდენად არის განათლების სხვადასხვა საფეხური ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისა და სტუდენტისთვის საქართველოში? რა არის კონკრეტული პრობლემები და გამოწვევები, რა საჭიროებს დახვეწას და რეფორმებს? - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები.

პირველი ნაწილის სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" ხელმძღვანელი ლიკა მხატვარი, ხოლო მეორე ნაწილში ამ თემებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმერეთის რეგიონის მულტიდისციპლინური გუნდის წევრთან, ნატო ქობულაძესთან და ექსპერტს, ანა აბაშიძესთან ერთად განვიხილავთ.

გადაცემაში, ასევე, შეგიძლიათ ნახოთ ქუთაისიპოსტის ჟურნალისტის მიერ მომზადებული სიუჟეტები.

პირველი სიუჟეტი ეხება იმ არასათანადო გარემოს, რომელიც რიგ შემთხვევაში რიყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონდე ბავშვს, რიგ შემთხვევაში კი ვერ აძლევს მას საჭირო ცოდნას.

ხოლო მეორე სიუჟეტი იმ გამოწვევებზე მოგვითხრობს, რის წინაშედაც დღეს დგას ინკლუზიური განათლების რეფორმა საქართველოში.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
კონკურსი
17:44 / 25.11.2023
კონკურსი "დახატე თავისუფლება" ქუთაისიპოსტმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის განახორციელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.