ვიდეო
ქონება, რომელიც ქუთაისში ხანძარმა გაანადგურა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის თეატრის მოღვაწეთა კავშირის ხელმძღვანელი ხანძრის, რომლის შენობა 9 დეკემბერს ხანძრის შედეგად დაიწვა, შედეგებზე საუბრობს.

ლევან როხვაძე ამბობს, რომ ხანძარვა  წიგნადი არქივი, ნახატები და ხატები, ასევე, შენობაში არსებული ინვენტარი გაანადგურა.

"ზარალი ჯერ არ დათვლილა, მაგრამ რაც ვნახე განადგურდა 3 უძვირფასესი ნახატი, 3 ხატი და წიგნები, რომელთა ღირებულება ალბათ 150 000 ლარს შეადგენდა. ჯერ კიდევ სველია ყველაფერი, გაშრება და ვნახავთ რა გადარჩა," - განახცადა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ლევან როხვაძემ.

ქუთაისში, თეატრის მოღვაწეთა კავშირში გაჩენილმა ხანძარმა, შენობის პირველ სართულზე არსებული სადღესასწაულო კომპანიაც დააზარალა.

"ივენთ კომპანი სტუდიოს" მფლობელი, სოფიო რაჭველი ამბობს, რომ ხანძრის შედეგად ყველაზე მეტი ზიანი მის ბიზნესს მიადგა.

"ყველაფერი განადგურდა. იქ მუშაობის პირობა აღარაა. უმეტესობა ინვენტარის გადასაყრელია, ძალიან ცოტა გადავარჩინე. ჭერი საერთოდ ჩამოვარდილინია, შიგნით და გარეთ ერთნაირად წვიმს. ეს იყო ჩემი ძირითადი შემოსავალი და სად უნდა ვიმუშავო არ ვიცი," – განმარტავს სოფიო რაჭველი.

"ივენთ კომპანი სტუდიო" მფლობელი ამბობს, რომ ზარალის ოდენობა ჯერ არ დაუთვლია, თუმცა განადგურებული ინვენტარი ძვირადღირებული იყო.

"თუ არ ჩავთვლი ფართს, მარტო ყვავილებისა და ინვენტარის ღირებულება რამდენიმე ათას ლარს აჭარბებდა," – აღნიშნავს სოფიო რაჭველი.

როგორ გამოიყურება ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი, ნახეთ ვიდეოში:



უცნობია დაეხმარება, თუ არა ფინანსურად ქუთაისის მერია დაზარალებულ თეატრის მოღვაწეთა კავშირსა და სადღესასწაულო კომპანიას.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფინანსური დახმარების საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც მიყენებული ზარალის ზუსტი რაოდენობა გახდება ცნობილი.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი 9 დეკემბერს, 11:30 საათისთვის გაჩნდა. ცოტა ხსნის შემდეგ ცეცხლი გვერდით შენობასაც გადაედო.

თეატრალურ მოღვაწეთა კავშირში ხანძრის ლოკალიზებისთვის სახანძრო–სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადა მუშაობდა. (ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან ნახეთ აქ.)

"ენერგო-პრო ჯორჯია" ქუთაისის ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესაძლო გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენების გაუმართაობას კატეგორიულად გამორიცხვს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვების ტერიტორიაზე სადენების დაზიანებას, ძაბვის ვარდნას, ავარიას ან მაღალ ძაბვას ადგილი არ ქონია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით - ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით - ორ წლამდე.

ხანძრის გაჩენის პირველი წუთები ნახეთ ვიდეოში.


ამავე თემაზე:

ხანძრის შედეგები - დამწვარი შენობა, განადგურებული არქივი და ინვენტარი (ფოტორეპორტაჟი)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
კონკურსი
17:44 / 25.11.2023
კონკურსი "დახატე თავისუფლება" ქუთაისიპოსტმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის განახორციელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.