ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე არსებულ თეატრალური საზოგადოების შენობაში
გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი 11:30 საათისთვის გაჩნდა. ცოტა
ხსნის შემდეგ
ცეცხლი გვერდით შენობასაც გადაედო. თუმცა,
ხანძრის გაჩენის საშიშროება მიმიდებარე სახლებს არ ემუქრებოდა.
სახანძრო–სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, ისინი
შემთხვევის ადგილზე შეტყობინების შესვლისთანავე მივიდნენ.
ხანძრის ლოკალიზებისთვის სახანძრო–სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადა
მუშაობდა.
"500–600 კვადრატულ მეტრზე იყო ხანძარი გავრცელებული, თუმცა
მოვახერხეთ ლიკვიდაცია ისე, რომ არავინ დაშავებულა," – აცხადებს
სამაშველო სამსახურის თანამშრომელი.
როგორც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ხელმძღვანელი ლევან როხვაძე
ქუთაისიპოტთან საუბარში ამბობს, ცეცხლის გაჩენის დროს ადგილზე
იმყოფებოდა, რის გამოც სხეულზე მცირე დაზიანებები მიიღო.
"მეორე სართულზე ვიყავი, ვმუშაობდი. აფეთქების ხმა გავიგონე და ამის
შემდგ დავინახე ცეცხლი. ჩემი ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენებს
გაუჩნდა. შენობიდან გამოსვლის დროს მსუბუქი დაზიანება მივიღე. თავზე
მომედო ცეცხლი, " - ამბობს როხვაძე.
ხანძრის გაჩენის პირველი წუთები ნახეთ ვიდეოში.
ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან
ნახეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები