ვიდეო
მილიონ საბურავზე გათვლილი უხილავი გადასასვლელები ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქუთაისში არსებული 130-ზე მეტი ზებრა-გადასასვლელის დასახაზად მიმდინარე წელს 43 099 ლარი დაიხარჯა.

ერთი მათგანის დახაზვა, საშუალოდ 204, 5 ლარი ჯდება.

ქალაქში ქვეითთა გადასასვლელის მოწყობას ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს. სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის გზით მოხდა საღებავების შეძენა, რომლითაც გადასასვლელები იხაზება.

2016 წელს "სპეციალურმა სერვისებმა" ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვა ორჯერ განახორციელა.

ტენდერის გზით (SPA160009890) საღებავები პირველად მიმდინარე წლის მარტში შეიძინეს. 50 000 ლარის ღირებულების ელეტრონული შესყიდვით ოთხი კომპანია შპს "ალიგატორი 1", "გზაჯვარედინი", შპს "პატრიოტი-2006" და შპს "ჯორჯიანპაინტკოატინგ" დაინტერესდა.

შემსყიდველ ორგანიზაციას ოთხი კომპანიიდან ყველაზე ნაკლები თანხა, 26 000 ლარი "პატრიოტი-2006"–მა შესთავაზა. ამ კომპანიაზე ერთი ლარით ნაკლები, 25 999 ლარი მოითხოვა შპს "ჯორჯიანპაინტკოატინგმა", რომელთანაც "სპეციალურმა სერვისებმა", მიმდინარე წლის აპრილში ხელშეკრულება გააფორმა.
ტენდერში გამარჯვებულს საგზაო მარკირების 5000 კგ თეთრი, 1000 კგ წითელი და 100 კგ ვერცხლისფერი საღებავის, 1000 კგ შუქის ამრეკლი მინის ბურთულებისა და 500 კგ საღებავის გამხსნელის მოწოდება დაევალა.

საღებავების შეძენაზე მეორე, 20 500 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA160018034) "სპეციალურმა სერვისებმა" სამი თვის შემდეგ, 2016 წლის ივნისში გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ შპს "ჯორჯიანპაინტკოატინგმა" მიიღო, რომელმაც პირველ შემთხვევაში კონკურენტი კომპანია ერთი ლარით დაამარცხა.

მასთან ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" ხელშეკრულება 17 100 ლარზე გააფორმა.

ამ თანხის თანხის სანაცვლოდ, კომპანიამ საგზაო მარკირების 2000 კგ თეთრი , 300 კგ ვერცხლისფერი საღებავი და 1000 კგ შუქის ამრეკლი მინის ბურთულა შეიძინა.

"გაანგარიშებული გვაქვს ყველაფერი. მაგალითად, 1 კვ.მ-ის გზის დახაზვა 8,18 ლარი ჯდება," - ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორი, გელა გაგუა.

მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში მითითებულია საღებავების ფიზიკური მახასიათებლები, თუმცა მწარმოებელი ქვეყანა მითითებული არაა.
შპს "ჯორჯიანპაინტკოატინგმა" კი "სპეციალურ სერვისებს" რუსული წარმოშობის საღებავები შეუძინა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საღებავის ხარისხი ე.წ. ზებრა-გადასასვლელის დატვირთვაზეა დამოკიდებული. "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელის თქმით, ის მილიონი საბურავის გადასვლაზეა გათვლილი.

რა მდგომარეობაშია ამჟამად ქუთაისში არსებული ქვეითთა გადასასვლელები, ნახეთ "ქუთაისიპოსტის" მიერ მომზადებული ვიდეო-სიუჟეტი:





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
კონკურსი
17:44 / 25.11.2023
კონკურსი "დახატე თავისუფლება" ქუთაისიპოსტმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის განახორციელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.