პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრა მხარდამჭერებთან ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში ამომრჩევლებთან რუსთაველის გამზირზე შეხვედრა გამართა.

მხარდამჭერების წინაშე პარტიის ლიდერები გამოვიდნენ. დავით ბაქრაძემ აქციაზე შეკრებილ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"არჩევნებში ხმის მიცემა ნიშნავს, რომ ხმას აძლევ შენ მომავალს, შენი ახლობლებისა და მეგობრების კეთიდღეობას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 8 ოქტომბერს და მოვალთ ხელისუფლებაში ახალი ენერეგითა და იდეებით", - განაცხადა ენმ-ს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

პარტიის მხარდამჭერები ქუთაისიდან და იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოვიდნენ.

"სულ ნაციონალი ვარ ჩემი დღე და მოსწრება. ვენდობი ამ პარტიას. ქვეყანას წარმატებისკენ წაიყვანენ, რადგან დიდი გამოცდილება აქვთ", - ამბობს აქციის მონაწილე, ნანა სვინტრაძე.

"ნურავინ შეეცდება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას უკანონოდ და ხალხის ნების გარეშე. 8 ოქტომბრიდან საქართველოს ეყოლება მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელსაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ერთი პირი, ვინც არ უნდა იყოს ის", - განაცხადა პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, აკაკი ბობოხიძემ.

მხარდამჭერებთან შეხვედრა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მერიის შენობასთან გამართა.

"ჩვენ ვცდილობდით ისეთი ადგილი შეგვერჩია, რომელიც ნაკლებად დისკომფორტის გამომწვევი იქნებოდა ქალაქისთვის, მაგრამ ეს შეთანხმება ვერ შედგა თვითმმართველობასთან, რომელმაც საგანგებო ღონისძიება დაგვიგეგმა იქ, სადაც პირველად ვიყავით შეჯერებული. აქ რამდენიმე საათით დაკავებული ადგილი ღირს იმად, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება უკეთეს საქართველოში, უკეთეს ქუთაისში წინ წარმატებისკენ იარონ", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გია თევდორაძემ.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.