ვიდეო
დანგრეული გზა ავტოსადგომზე ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
"ქალაქის ცენტრში ასეთი სამარცხვინო მდგომარეობა არ უნდა იყოს."

ქუთაისში მოსახლეობა რუსთაველის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "ფუდმარტის" წინ არსებული ავტოსადგომის მოწერიგებას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე გზა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელია, რის გამოც ავტომანქანის დაზიანების შემთხვევები გახშირებულია.




ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუთაისის ცენტრალურ უბანში ამორტიზებული ავტოსადგომის არსებობა, ქალაქის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

"ცენტრალურ უბანში, ყველაზე დიდი სუპერმარკეტის წინ ასეთი სამარცხვინო მდგომარეობა არ უნდა იყოს. სტუმარი ან ტურისტი რომ მოვა, ასეთი გზა უნდა დახვდეს? ოღონდ გაკეთდეს და ვინც არ უნდა გააკეთოს, ყველა კმაყოფილი დარჩება," – აცხადებენ ადგილობრივები.




ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გასულ წლებში ტერიტორია მოვლა–პატრონობის ვალდებულებით სს "ფუდმარტს" გადაეცა. თუმცა, 2015 წლიდან, მას შემდეგ რაც თვითმმართველობამ ქალაქში ავტოსადგომების ადგილებზე პასუხისმგებელი შპს "პარკინგსერვისი" დააარსა, ეს ადგილი ამ უკანასკნელის ბალანსზე გადავიდა.

შპს "პარკინგსერვისის" ხელმძღვანელის, ირაკლი სარიშვილის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კომპანიის კომპეტენციაში არ შედის და ის მერიის პრეროგატივაა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კეთილმოწყობის სამსახურში კი ამბობენ, რომ რუსთველის ქუჩაზე, სუპერმარკეტის წინ არსებული ავტოსადგომი, ქალაქში გზის საფარის ორმოული შეკეთებების მესამე ეტაპისთვის მოწესრიგდება.

"უკვე დასრულდა ორმოული შეკეთების მეორე ეტაპი. მესამე ეტაპს გამოვაცხადებთ უახლოეს მომავალში და გათვალისწინებული იქნება აღნიშნული ტერიტორია," - ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე, კონსტანტინე ჯავახაძე.


რეზი ბურჯანაძე
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
კორონავირუსის პანდემიამ მთელ სამყაროში მოიტანა ცვლილებები, მათ
შორის ბავშვების ცხოვრებაში.
15:05 / 14.06.2021
კორონავირუსის პანდემიამ მთელ სამყაროში მოიტანა ცვლილებები, მათ შორის ბავშვების ცხოვრებაში.
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ რუბრიკას
12:40 / 11.04.2021
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ რუბრიკას "იცნობდე გმირებს", რომელიც ტყიბულის შატხსა და ჭიათურის მაღაროში დასაქმებულ ადამიანებს გაგაცნობთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.