ვიდეო
ბოიკოტი არჩევნებს ქუთაისიდან (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში სულხან - საბას ქუჩაზე მცხოვრებლები ადგილობრივ მთავრობას ემუქრებიან და აანონსებენ, რომ არჩევნებზე მონაწილეობას არ მიიღებენ.
ადგილობრივები 50 წელია რაც მწყობრიდან გამოსული გზით სარგებლობენ.

ამდენივე წელია ისინი, პრობლემების მოგვარების დაპირებას, ყოველ წინასაარჩევნო პერიოდში ისმენენ.

"ახლა ბოიკოტს ვუცხადებთ არჩევნებს იქამდე, ვიდრე გზას არ გაგვიკეთებენ, დავიღალეთ ორმო-ორმო სიარულით,"- აცხადებს სულხან-საბას ქუჩის მკვიდრი ელდარ ჩინჩალაძე.



სულხან- საბას ქუჩაზე, ე.წ. "ბოშათა დასახლებაში"24 ოჯახი ცხოვრობს, სადაც 50 მცირეწლოვანია.

მოსწავლეები სკოლაში სათადარიგო ფეხსაცმელებით დადიან, რადგან ვიდრე უბნის რეაბილიტირებულ გზაზე გააღწევენ, ტალახიანი ორმოების გავლა უწევთ.



"ერთი აცვიათ, მეორე კი ჩანთაში უდევთ ბავშვებს. ასე ვუშვებთ, რომ გამოიცვალონ და სკოლაში ბინძური ფეხსაცმელებით მისვლა არ შერცხვეთ," - ამბობს სულხან- საბას ქუჩაზე მცხოვრები, დალი ლაზარია.

ის სულხან-საბას დასახლებაში უბნის კომიტეტის თავმჯდომარეა.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, მიმდინარე წელს ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასმესამედ მიმართა.

"ეს გზა სულ 200 მეტრია და ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ, თუმცა ამ დრომდე უპატრონოდ ვართ," - აცხადებს ლაზარია.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სულხან-საბას ქუჩისგზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შემუშავებული აქვთ და საუშაოების დაწყებისთვისცენტრალური ხელისუფლებიდან დაფინანსებას ელოდებიან.

"უბანში გზა მოწესრიგდება, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტული ვადები არ ვიცით," - აცხადებენ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.
მწყობრიდან გამოსული გზის საფარის გარდა, დასახლებაში სხვა საწუხარიც აქვთ.

უბანში საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო, მოსახლეობა ამ დრომდე თვითნებურად ამოღებული საკანალიზაციო ორმოებით სარგებლობს, რაც ანტისანიტარიულ პირობებს ქმნის.

"უკიდურესად გაჭირვებულ სოფლებშიც არაა ასეთი მდგომარეობა," - ამბობენ ადგილობრივები.

სულხან-საბას ქუჩაზე მცხოვრებ ყველა ოჯახს ეზოში თვითნებურად მოწყობილი საკანალიზაციო ორმო აქვთ. მათ გასაწმენდად მოსახლეობას ყოველ სამ თვეში სპეციალური მანქანების გამოძახება და მომსახურებაში 100 ლარამდე თანხის გადახდა უწევს.

"ისედაც გაჭირვებულ დღეში ვცხოვრობთ და იმის გამო, რომ მთავრობა უნიათობას იჩენს, დამატებითი გადასახადების გადახდა გვიხდება. სადხდება ასეთი განუკითხაობა," - აცხადებენ სულხან-საბას ქუჩაზე მცხოვრებლები.

დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობას აანონსებენსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც. ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად სამუშაოების დაწყების ვადები არც კომპანიაში იციან.

როგორც ორგანიზაციის პრესსამსახურში ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტეს, მიმდინარე წელს ევროპის საინვესტიციო ფონდიდან ქუთაისში წყალარინების ქსელის მოსაწყობადდაფინანსება უკვე აქვთ.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამუშაობი," - განმარტავენ კომპანიაში.

ქუთაისში საკანალიზაციო სისტემის გამართვის პროექტზე 100 მლნ ევრო დაიხარჯება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.